ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

2023 წლის ოქროს ბურთის კანდიდატები - ხვიჩა ტოპ 10-შია

პერიოდულად ავტორიტეტული გამოცემა GOAL 2023 წლის ოქროს ბურთის რეიტინგს ანახლებს. ბოლო პერიოდში ასეთი რამ ორჯერ მოხდა. სასიხარულო კი ის არის, რომ კანდიდატებს შორის ხვიჩა კვარაცხელია ფიგურირებს.

ქართველი ფეხბურთელი ჯერ მე-15 იყო, ხოლო შემდეგ მეათე. აღნიშნულმა წყარომ დღეს ყველაფერი განაახლა და ვხედავთ, რომ კვარაცხელია 1 პოზიციით დაწინაურდა.

ყველაზე სასიამოვნო კი ის გახლავთ, რომ 21 წლის ტალანტი ისეთ ფეხბურთელებზე წინ იმყოფება, როგორებიც კარიმ ბენზემა, გრიზმანი, საკა, მოდრიჩი, კეინი და ლეაო არიან.

რას წერს Goal.Com ხვიჩაზე?

„ევროპული სეზონის გამორჩეული ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ სერია ა-ს ლიდერობაში დაეხმარა. ასევე, ქართველმა ფეხბურთელმა ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან პირველი ადგილით გასულიყო.

არცერთი სტატისტიკა არ აჯამებს ფლანგის ფეხბურთელის გავლენას იმაზე უკეთ, ვიდრე ის ფაქტი, რომ ის ამჟამად ლიდერობს სერია A-ს ყველაზე მეტი გოლითა და ასისტით, მიუხედავად იმისა, რომ „ნაპოლის“ ბოლო სამი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა.

საქართველოს მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარუმატებლობა აშკარად სერიოზული დარტყმა იყო მისი ოქროს ბურთის იმედებისთვის, მაგრამ მას ახლა კიდევ რამდენიმე კვირა აქვს დარჩენილი, რომ სეზონის მეორე ნახევრისთვის საუკეთესო ფიზიკურ მდგომარეობას დაუბრუნდეს.“

ოქროს ბურთის კანდიდატთა ოცეული კი ასე გამოიყურება:

20 - კარიმ ბენზემა

19 - რაფაელ ლეაო

18 - ფილ ფოდენი

17 - ჰარი კეინი

16 - აქრაფ ჰაკიმი

15 - კოდი გაკპო

14 - ლუკა მოდრიჩი

13 - ჯუდ ბელინგემი

12 - ჯამალ მუსიალა

11 - ბუკაიო საკა

10 - ანტუან გრიზმანი

9 - ხვიჩა კვარაცხელია

8 - მოჰამედ სალაჰი

7 - კევინ დე ბრუინი

6 - ვინისიუს ჯუნიორი

5 - რობერტ ლევანდოვსკი

4 - ნეიმარი

3 - ერლინგ ჰოლანდი

2 - კილიან მბაპე

1 - ლეო მესი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ასეთი ძლიერი იქნებოდა“ - იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩაზე
“ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ასეთი ძლიერი იქნებოდა“ - იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩაზე