არგენტინა, ხორვატია
Aa
Aa

დალიჩი: “არგენტინა უფრო დიდი წნეხის ქვეშ არის, ვიდრე ჩვენ“

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში არგენტინა ხორვატიას დაუპირისპირდება. მატჩის წინ, ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

დალიჩი:

„2018 წლის მუნდიალზე, ინგლისთან ნახევარფინალი ხორვატიის ისტორიაში საუკეთესო მატჩი იყო, ხოლო ბრაზილიასთან მეორე. თუ არგენტინას მოვუგებთ, ეს ჩვენთვის ყველა დროის საუკეთესო ისტორიული თამაში იქნება. წინ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირება გველოდება. ფინალში გასვლა ფანტასტიკური იქნება.

ჩვენ მსოფლიოს 4 საუკეთესო ნაკრებს შორის ვართ. ამას ზედიზედ 4 წელია ვაკეთებთ და ხორვატიისთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. გაცილებით მეტის გაკეთება გვინდა. დიდებულ არგენტინას ვუპირისპირდებით, რომელსაც ლიონელ მესი ჰყავს. ისინი უაღრესად მოტივირებულები არიან და უფრო დიდი წნეხის ქვეშ იმყოფებიან, ვიდრე ხორვატია ამ მომენტში.

ბუნებით ოპტიმისტი ვარ. ჩემს ფეხბურთელებს ვენდობი, რადგან მათ უდიდესი სიმამაცე და მაღალი ხარისხი გამოავლინეს. ამის გარეშე ნახევარფინალში ვერ გავიდოდით. აქედან გამომდინარე, თამაშის სტილს არ შევცვლით.“

შეგახსენებთ, რომ არგენტინა მეოთხედფინალში ნიდერლანდები დაამარცხა, ხოლო ხორვატიამ ბევრისთვის მოულოდნელად ბრაზილიის ნაკრები გამოთიშა ასპარეზობას. ნახევარფინალური დაპირისპირება 13 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდო: “ბრაზილიას უცხოელი მწვრთნელი სჭირდება“
რონალდო: “ბრაზილიას უცხოელი მწვრთნელი სჭირდება“