არგენტინა, ლიონელ სკალონი, ხორვატია
Aa
Aa

სკალონი: “რთულ მატჩს ველოდები“

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში არგენტინა ხორვატიას დაუპირისპირდება. მატჩის წინ, „ალბისელესტეს“ მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა სკალონიმ?

„ამ ეტაპზე ყოფნა და მესის თამაშის ყურება სასიამოვნოა. ის ბევრი ადამიანისთვის მაგალითია. იმის გათვალისწინებით, თუ როგორი მსოფლიო ჩემპიონატია, ნახევარფინალში გასვლა ნამდვილად სასიამოვნოა. გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. მსაჯები მატჩებს ბევრ წუთს ამატებენ. ეს დამატებით დაღლილობას იწვევს. ფინალამდე მაინც დიდი გზაა, რთულ მატჩს ველოდები.

ისე ვემზადებით, როგორც ნიდერლანდებთან თამაშამდე. არაბეთთან წაგების შემდეგ, თითოეული მატჩი ფინალის ტოლფასი იყო. ზოგჯერ შესაძლოა იღბალმა ზურგი გაქციოს, მაგრამ თუ ყველაფერს ზუსტად გავაკეთებთ გამარჯვება გარდაუვალი იქნება. შეიძლება ითქვას, რომ დე პაული და დი მარია თავს კარგად გრძნობენ და მათი თამაში შესაძლებელია.“

შეგახსენებთ, რომ არგენტინა მეოთხედფინალში ნიდერლანდები დაამარცხა, ხოლო ხორვატიამ ბევრისთვის მოულოდნელად ბრაზილიის ნაკრები გამოთიშა ასპარეზობას. ნახევარფინალური დაპირისპირება 13 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდო: “ბრაზილიას უცხოელი მწვრთნელი სჭირდება“
რონალდო: “ბრაზილიას უცხოელი მწვრთნელი სჭირდება“