არგენტინა, ხორვატია
Aa
Aa

“წინა მატჩი კარგად გვახსოვს“ - ტალიაფიკო ხორვატიასთან თამაშის წინ

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში არგენტინა ხორვატიას დაუპირისპირდება. მატჩის წინ, „ალბისელესტეს“ მცველმა ნიკოლას ტალიაფიკომ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ტალიაფიკო:

„პირველივე წუთებიდან ზიანის მიყენებას ვეცდებით. რა თქმა უნდა, არის შანსი, რომ პენალტების სერია ისევ ვიხილოთ, მაგრამ ჩვენ ემილიანო მარტინესი გვყავს, რომელსაც 100%-ით ვენდობით. ხორვატიას უმაღლესი დონის ფეხბურთელები ჰყავს. ვცდილობთ, ფოკუსირება საკუთარ თავზე მოვახდინოთ. უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ დავაზარალებთ მათ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ბოლო დაპირისპირებიდან 4 წელი გავიდა, ის მატჩი მაინც კარგად მახსოვს. ხორვატია ახლაც ძლიერია და მათ წინააღმდეგ გამარჯვება არასდროს არის ადვილი. ჩვენ ახლა სრულიად განსხვავებული ნაკრები ვართ. დალიჩს განსხვავებული ტიპის ფეხბურთელები ჰყავს. ტექნიკური, მაღლები, სწრაფები - ეს კი ბევრ საშუალებას იძლევა. ძალიან რთული მატჩი იქნება და ვფიქრობ, გამარჯვებულს დეტალები გამოავლენს.

შეგახსენებთ, რომ არგენტინა მეოთხედფინალში ნიდერლანდები დაამარცხა, ხოლო ხორვატიამ ბევრისთვის მოულოდნელად ბრაზილიის ნაკრები გამოთიშა ასპარეზობას. ნახევარფინალური დაპირისპირება 13 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდო: “ბრაზილიას უცხოელი მწვრთნელი სჭირდება“
რონალდო: “ბრაზილიას უცხოელი მწვრთნელი სჭირდება“