რაულ როსასი
Aa
Aa

სუპერდებიუტი - 18 წლის როსასის გამარჯვება UFC-ში

UFC 282-ზე 18 წლის რაულ როსასმა, რომელიც წარმოშობით მექსიკელია და აშშ-ის მოქალაქეა, 11 წლით უფროსი 29 წლის ჯეი პერინი დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ როსასმა UFC-ში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და ორგანიზაციის ყველაზე ახალგაზრდა მებრძოლი გახდა, რომლის დებიუტი წარმატებული გამოვიდა.

როსასმა კისრის მოგრეხვის ილეთი შეასრულა (ე.წ.  "ნექ ქრენქი") და მარტივი გამარჯვება მოიპოვა.


შეგახსენებთ, აღნიშნულ შეხვედრამდე მექსიკელი მებრძოლი UFC-ში მოხვედრის კანდიდატთა სერიაში წარმატებით გამოვიდა, მიმდინარე წლის სექტემბერში მანდო გუტიერესი დაამარცხა და UFC-ის ყველაზე ახალგაზრდა მებრძოლი გახდა.

MMA-ში რაულ როსასმა 7 შეხვედრა გამართა და ყველა გამარჯვებით დაასრულა. „ელ ნინიო პრობლემას“ მეტსახელით ცნობილი მებრძოლი კარიერაში დაუმარცხებელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები