ხვიჩა კვარაცხელია, ლორენცო ინსინიე
Aa
Aa

„კვარას და ლორენცოს შედარება შეუძლებელია“ - რას ამბობს ინსინიეს ყოფილი მწვრთნელი

„ნაპოლის“ ახალგაზრდული გუნდის ყოფილმა მწვრთნელმა, ერნესტო აპუცომ, რომელიც ლორენცო ინსინიეს აღმომჩენად ითვლება, რადიო Punto Nuovo-ს ეთერში, გადაცემა Sport Show-ში საუბრისას ხვიჩა კვარაცხელიასა და ლორენცო ინსინიეს შედარებაზე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება.

რას ამბობს აპუცო:

ჯობია, ინსინიესა და კვარაცხელიას შორის შედარება არ გავაკეთო. მოდით, მივცეთ ამ კაცს მშვიდად მუშაობის შესაძლებლობა. ის დიდი ფეხბურთელი იქნება, ეს უკვე ცხადია პირველივე თამაშებიდან, რომელიც ჩაატარა. მას აქვს ყველაფერი, რომ „ნაპოლის“ სიმბოლო გახდეს. გულშემატკივრები საკუთარ თავს აძლევენ უფლებას, რომ სხვადასხვა მოსაზრება გამოთქვან, ეს ფეხბურთის ნაწილია. შედარება უნდა გავაკეთოთ 8-9 წლის შემდეგ და არა ახლა. წარმოუდგენელია, რომ ვინმე ლორენცოს მსგავსი გრძნობებით იყოს შეპყრობილი. მან მთელი ცხოვრება „ნაპოლის“ მიუძღვნა, მიუხედავად გულშემატკივრებთან არასწორხაზოვანი ურთიერთობისა. არ დავივიწყოთ, რაც ინსინიემ ლურჯი მაისურით გააკეთა... ის ემოციები, სიხარული და გოლები, რომელიც მან გუნდს და გულშემატკივრებს აჩუქა. ის არის და ყოველთვის იქნება „ნაპოლის“ პირველი გულშემატკივარი.

შეგახსენებთ, რომ ლორენცო ინსინიე „ნაპოლის“ ღირსებას 2009 წლიდან 2022 წლამდე იცავდა. „პარტენოპეის“ მაისურით ჩატარებულ 434 შეხვედრაში 31 წლის ფეხბურთელმა 122 გოლი გაიტანა და 95 საგოლე გადაცემა შეასრულა. ინსინიემ კლუბი მიმდინარე წლის ზაფხულში დატოვა და MLS-ის კლუბ „ტორონტოში“ გადავიდა.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ქართველი ფეხბურთელი „ნაპოლიში“ ლორენცო ინსინიეს წასვლის შემდეგ მივიდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 17 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“სათამაშო ხარისხის ნაწილი გვაჩვენა“ - სპალეტი ხვიჩაზე
“სათამაშო ხარისხის ნაწილი გვაჩვენა“ - სპალეტი ხვიჩაზე