ლიონელ მესი, არგენტინა
Aa
Aa

მესის მეათასე - არგენტინამ ავსტრალიას მოუგო და მეოთხედფინალშია

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში არგენტინა ავსტრალიას დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. „ალბისელესტეს“ მხრიდან თავი ლეო მესიმ და ხულიან ალვარესმა გამოიჩინეს. ერთი ბურთი კი საკუთარ კარში ენცო ფერნანდესმა ჩაჭრა.

აღსანიშნავია, რომ ლეოსთვის ეს კარიერის მე-1000 მატჩი იყო და გარკვეულწილად სიმბოლური აღმოჩნდა, რადგან მან მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში პირველად გაიტანა გოლი.

რაც შეეხება მატჩს, მთელი შეხვედრის განმავლობაში არგენტინა დომინირებდა და უამრავ მომენტს ქმნიდა. ანგარიში 35-ე წუთზე მესიმ ეფექტური დარტყმით გახსნა და პირველი ტაიმი ამ შედეგით დასრულდა.

მეორე ნახევარში მატჩის სცენარი არ შეცვლილა. „ალბისელესტე“ ბურთს აკონტროლებდა და ბევრს უტევდა, ავსტრალია კი კონტრ-შეტევებზე თამაშობდა. 57-ე წუთზე რაიანის ბავშვურ შეცდომას ალვარესის გოლი მოყვა. 77-ე წუთზე არგენტინელთა კარისკენ გუდვინმა გაისროლა, მაგრამ ბურთს მიმართულება ფერნანდესმა შეუცვალა და სხვაობა შემცირდა.

დარჩენილ დროში ავსტრალიას კარგი მომენტები ჰქონდა, თუმცა ერთ-ერთ ეპიზოდში ლისანდრო მარტინესმა სიტუაცია განმუხტა. ბოლო წუთებზე კი ემილიანო მარტინესმა საკუტარი გუნდი გადაარჩინა.

საბოლოოდ, როგორც უკვე მოგახსენეთ, სკალონის გუნდმა 2:1 მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ლუის ვან გაალის ნიდერლანდებს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 9 დეკემბერს გაიმართება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ერის ტკივილს ვგრძნობთ“ - ჰავერცის ემოციური მიმართვა
“ერის ტკივილს ვგრძნობთ“ - ჰავერცის ემოციური მიმართვა