ნიდერლანდები
Aa
Aa

“გეგმა ბოლომდე ვერ შევასრულეთ“ - ვან გაალი აშშ-ს დამარცხების შემდეგ

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ნიდერლანდების ნაკრებმა ამერიკის შეერთებული შტატები 3:1 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. მატჩის დასრულების შემდეგ, გამარჯვებული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა კომენტარი გააკეთა.

ვან გაალი:

„ცვლილებების შემდეგ ყველაფერი უკეთესად წავიდა, მაგრამ გასაუმჯობესებელი კიდევ ბევრია. ბევრჯერ უაზროდ დავკარგეთ ბურთი და ამის გამო თავის დაცვა გვიწევდა. როდესაც ბურთი მეტოქეს ჰქონდა, ნიდერლანდების დაცვის ხაზმა შესანიშნავად იასპარეზა.

საერთო ჯამში, დასახული გეგმა ბოლომდე ვერ შევასრულეთ. მეორე ტაიმით უფრო კმაყოფილი ვარ, ვიდრე პირველით. ორი შესანიშნავი გოლი გავიტანეთ და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს. გაშვებული გოლი კი ჩვენს შეცდომას მოყვა. ამერიკას კიდევ ერთი მომენტი ჰქონდა, რომელიც იგივე სცენარით შეიქმნა.

არ ვნერვიულობ იმაზე, რომ ამერიკას ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი მაღალი ჰქონდა. მე მხოლოდ საკუთარ გუნდზე ვსაუბრობ. მთავარ შეფასებას ხვალ გავაკეთებ. ჩემი ნაკრებით ვამაყობ. ვიცი, რომ ბევრად მეტი შეგვიძლია“

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების ნაკრების მხრიდან გოლები დეპაიმ, ბლინდმა და დუმფრისმა გაიტანეს. აშშ-დან კი თავი ვრაითმა გამოიჩინა. ცნობისთვის, ვან გაალის შეგირდები მეოთხედფინალში არგენტინასა და ავსტრალიას შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ერის ტკივილს ვგრძნობთ“ - ჰავერცის ემოციური მიმართვა
“ერის ტკივილს ვგრძნობთ“ - ჰავერცის ემოციური მიმართვა