გურამ თუშიშვილი, ტედი რინერი
Aa
Aa

თუშიშვილის რინერთან გამარჯვება გაუქმებულია - ფრანგი წერილს აქვეყნებს

ძიუდოში, ჩემპიონთა ლიგაზე გურამ თუშიშვილმა ლეგენდარული ტედი რინერი ვაზარით დაამარცხა, თუმცა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ქართველს მოგება გაუუქმა. აღნიშნული ორგანიზაციის წერილი, რომელიც საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს, გიორგი ათაბეგაშვილს გაუგზავნეს, ტედი რინერმა Instagram-ში გამოაქვენა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსაჯმა აშკარა შეცდომა დაუშვა და რინერი-თუშიშვილის დაპირისპირების შედეგი გაუქმებულია, ვაზარი გდებად შეფასდა, თუმცა ეს შედეგი „მებრძოლისა“ და „პარი სენ ჟერმენის“ დაპირისპირებაზე არ აისახება.

IJF: „ევროპის ძიუდოს კავშირთან (EJU) კონსულტაციის შემდეგ გადაწყდა, რომ ამგვარი შეცდომის დაშვება არ შეიძლება, გამონაკლისი დაუშვებელია. ტედი რინერთან თუშიშვილის ვაზარი გაუქმებულია“.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ თუშიშვილი ჰანსოკუ-მაკეთი დასაჯეს, რაც ტურნირიდან მოხსნას ნიშნავს, თუმცა ეს გადაწყვეტილება „მებრძოლისა“ და „პარი სენ ჟერმენის“ დაპირისპირებაზე გავლენას არ მოახდენს.

შეგახსენებთ, გორის სპორტის სასახლემ ძიუდოს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას უმასპინძლა. პრესტიჟული საკლუბო ტურნირის 1/4-ფინალში თუშიშვილმა რინერი ვაზარით დაამარცხა. გურამმა დაძაბული ბრძოლის მოგება ბოლო 10 წამში მოპოვებული ვაზარის წყალობით შეძლო და თავისი გუნდი (მებრძოლი) ფრანგული პსჟ-ს წინააღმდეგ 3:1 დააწინაურა. საბოლოოდ, ქართულმა კლუბმა ტურნირი მოიგო. 

თუშიშვილისა და რინერის დაპირისპირება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრინჯაოს მედლისთვის - ოლიმპიური ჩემპიონების ჯახი ბექაურმა მოიგო
ბრინჯაოს მედლისთვის - ოლიმპიური ჩემპიონების ჯახი ბექაურმა მოიგო