ხვიჩას გოლი და საგოლე პასი
ხვიჩას გოლი და საგოლე პასი
შავდათუაშვილის ტრიუმფი
შავდათუაშვილის ტრიუმფი
მანე პსჟ-სთან არ იქნება
მანე პსჟ-სთან არ იქნება
ბუდუს ტრანსფერი
ბუდუს ტრანსფერი
პრემიერ ლიგის კლუბს ხვიჩა სურდა
პრემიერ ლიგის კლუბს ხვიჩა სურდა
ზივზივაძე გერმანიაში ითამაშებს
ზივზივაძე გერმანიაში ითამაშებს
კონორ მაკგრეგორი სიკვდილს გადაურჩა
კონორ მაკგრეგორი სიკვდილს გადაურჩა
მერაბის კომენტარი UFC-ის ფოტოზე
მერაბის კომენტარი UFC-ის ფოტოზე
უარი ალ ნასრის
უარი ალ ნასრის
კონატე დინამოში
კონატე დინამოში
გეგუჩაძე ზარანდიაზე
გეგუჩაძე ზარანდიაზე
ბუნდესლიგა დაბრუნდა
ბუნდესლიგა დაბრუნდა
კვარას მიღწევა
კვარას მიღწევა
გულიაშვილის ტრანსფერი
გულიაშვილის ტრანსფერი
სპარტაკს ხვიჩას შეძენა შეეძლო
სპარტაკს ხვიჩას შეძენა შეეძლო
შახტარის მხარდაჭერა უკრაინელ ჯარისკაცებს
შახტარის მხარდაჭერა უკრაინელ ჯარისკაცებს
კუტალიას გოლი
კუტალიას გოლი
მუდრიკი ჩელსიში ითამაშებს
მუდრიკი ჩელსიში ითამაშებს
სად წავა ბუდუ?
სად წავა ბუდუ?
ინდიანამ შესაძლოა გოგა გაცვალოს
ინდიანამ შესაძლოა გოგა გაცვალოს
„ბევრისთვის დაუჯერებელი შევძელით“ - ჭიაბრიშვილისა და სხირტლაძის კომენტარები
Aa Aa
3 დეკემბერი 2022  |  17:06

„ბევრისთვის დაუჯერებელი შევძელით“ - ჭიაბრიშვილისა და სხირტლაძის კომენტარები

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2022 წლის გათამაშება თბილისის „დინამოს“ ჩემპიონობით დასრულდა. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა დასკვნით ტურში „დინამო არენაზე“ აუტსაიდერი „გაგრა“ 2:1 დაამარცხა. ანგარიში 28-ე წუთზე დავით სხირტლაძემ გახსნა. 66-ე წუთზე ულად-ომარ იმრანმა ეფექტური დარტყმით გაიტანა. ერთადერთი საპასუხო გოლი თამაზ მაქაცარიას აქტივშია, მან 73-ე წუთზე შეაგდო.

თბილისის „დინამო“ საქართველოს ჩემპიონი მეცხრამეტედ გახდა, 36 ტურიდან 24 მოიგო, 8 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 4 შეხვედრაში დამარცხდა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა 80 ქულა დააგროვა და ბათუმის „დინამოს“ 3 ქულით გაასწრო. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა უკანასკნელ ტურამდე გაგრძელდა.

აღსანიშნავია, რომ სეზონის მიმდინარეობისას ბათუმის „დინამო“ თბილისის „დინამოს“ 9 ქულით უსწრებდა, თუმცა შემდეგ გეგუჩაძის გუნდმა ქულები დაკარგა და ჩემპიონობის მოპოვების რეალური შანსი ხელიდან გაუშვა, რაც საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა კარგად გამოიყენა.

გიორგი ჭიაბრიშვილი: „ბედნიერი ვარ, ჩემპიონობა დავიმსახურეთ. ჩემპიონობა რთული გამოდგა. ადვილი არც ერთი ჩემპიონობაა, ძალიან ღირსეული მოწინააღმდეგე გვყავდა. წარმატების მისაღწევად ძალიან დიდი შრომა გავწიეთ. მადლობა ყველას, სამწვრთნელო შტაბს, ფეხბურთელებს, ხელმძღვანელებს და რა თქმა უნდა გულშემატკივარს.

რაც შეეხება შემდეგ სეზონს, გაძლიერება ყველა გუნდს სჭირდება. მთავარია, რომ ჯგუფურ ეტაპზე გავიდეთ“.

 

თბილისის „დინამოს“ კაპიტანმა დავით სხირტლაძემ ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა. 29 წლის ნახევარმცველმა 22 თამაშში 6 გოლი შეაგდო და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. აღსანიშნავია 29-ე ტურის შეხვედრა, როცა სხირტლაძის გოლით თბილისის „დინამომ“ მთავარი კონკურენტი ბათუმის „დინამო“ 1:0 დაამარცხა.

29 წლის ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ „დინამოსთან“ ერთად საქართველოს ჩემპიონი მეორედ გახდა, თუმცა მიმდინარე სეზონში მოგებულ ტიტულს განსაკუთრებული ფასი და ადგილი აქვს მის კარიერაში.

2023-24 წლების სეზონში თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, მეორეადგილოსან ბათუმის „დინამოსა“ და მესამე ადგილზე გასულ გორის „დილას“ კონფერენს ლიგაზე ვიხილავთ.

2022 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბომბარდირი ბათუმის „დინამოს“ შემტევი ჯოვინო ფლამარიონი 19 გოლით გახდა. მეორე პოზიციაზე „სამგურალის“ მოთამაშე ირაკლი რუხაძე 13 გოლით გავიდა. მას მოჰყვებიან ირაკლი სიხარულიძე (12 გოლი), სტანისლავ ბილენკი (10 გოლი), უსმანე კამარა (10 გოლი), ნიკა ხორხელი (9 გოლი), მათე ვაწაძე (9 გოლი), გიორგი კუხიანიძე (9 გოლი).

რაც შეეხება საგოლე პასების სტატისტიკას, პირველ ადგილი სამმა მოთამაშემ გაიყო: ჯეფერსონ ჯერალდო, უსმანე კამარა, გიორგი მოისწრაფიშვილი (8 ), დავით სხირტლაძე (7), დემურ ჩიხლაძე, ჯოვინო ფლამარიონი, ნიკა მალი (6).

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
მე-19 ჩემპიონობა - თბილისის დინამო კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გამარჯვებულია
მე-19 ჩემპიონობა - თბილისის დინამო კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გამარჯვებულია