კატარი 2022, ლიონელ სკალონი
Aa
Aa

სკალონი მატჩის წინ: ვაპირებთ, რომ ოფლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლოთ

ლიონელ სკალონიმ ავსტრალიასთან გასამართი მერვედფინალის წინ, პრესკონფერენცია გამართა და გუნდის მდგომარეობაზე ისაუბრა:

„არგენტინელი ქომაგები ყოველთვის შეუდარებლები არიან. იმედი მაქვს ავსტრალიასთან მატჩშიც ისეთივე გარემო იქნება ტრიბუნებზე, როგორიც პოლონეთთან იყო. თავს ისე ვგრძნობდით, როგორც არგენტინაში.

წლების განმავლობაში ჩვენი ეროვნული მაისური მთელ მსოფლიოში სიგიჟეს ავრცელებდა, რადგან ჩვენ მარადონა გვყავდა, ახლა მესი გვყავს. გვიხარია, რომ ბანგლადეშში და ბევრ სხვა ადგილას ხალხი ჩვენ გვქომაგობს. მადლობა ბანგლადეშელ ხალხს.

ამ მუნდიალზე ვაპირებთ, რომ ოფლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლოთ. ვიცით რა რთულია, რომ საბოლოოდ ძალიან კარგად მომზადებულ გუნდებთან გვიწევს ჭიდილი.

ავსტრალიის ნაკრები კარგი გუნდია. ჩვენი თეორიული ფავორიტობა გვერდით უნდა გადავდოთ და ჩვენი თამაში ვაჩვენოთ. მიზანი გვაქვს ის, რომ ვითამაშოთ ისე, როგორც ბოლო მატჩებში ვასპარეზობდით.

ავსტრალიელთა კარგი თამაში არ მაკვირვებს. მათ მუნდიალებზე ტრადიციაც აქვთ და ეს საქმეს ართულებს. საკუთარ სტატუსს არ უნდა ენდო. უნდა ითამაშო - ყველაფერი ან არაფერი.

გუნდმა გუშინდელი დღე აღდგენით პროცესებს დაუთმო. საბოლოო ვარჯიშის შემდეგ სრული სურათი გვექნება და შემდეგ გადავწყვეტ დი მარია ითამაშებს თუ არა, თუ წესრიგში იქნება ის მოედანზე გავა. რაც შეეხება აკუნიას, ის მწყობრშია“.

არგენტინული პრესის ცნობით, ანხელ დი მარიას მცირე დისკომფორტი აქვს და გუნდს გარისკვა არ სურს. შესაძლოა სკალონიმ ის ავსტრალიასთან დაასვენოს. მოიაზრება, რომ დი მარიას სავარაუდოდ ხულიენ ალვარესი, ანხელ კორეა ან პაპუ გომესი შეცვლის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლუის სუარესი: „ფიფა ყოველთვის ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგაა“
ლუის სუარესი: „ფიფა ყოველთვის ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგაა“