კამერუნმა ისტორია დაწერა - პირველი აფრიკული გუნდი, რომელმაც მუნდიალზე ბრაზილიას მოუგო
Aa Aa
3 დეკემბერი 2022  |  01:37

კამერუნმა ისტორია დაწერა - პირველი აფრიკული გუნდი, რომელმაც მუნდიალზე ბრაზილიას მოუგო

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი სენსაციით დაიხურა და კამერუნის ნაკრებმა ბრაზილიას მინიმალური ანგარიშით სძლია. შეხვედრის ერთადერთი გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გავიდა. „სელესაოს“ კარი ვინსენტ აბუბაქარმა აიღო, რომელმაც გოლი მაისურის გახდით აღნიშნა, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია.

10-კაციანმა კამერუნმა უპირატესობა შეინარჩუნა და პირველი აფრიკული გუნდი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიას აჯობა. ამასთან, კამერუნი 1988 წლის შემდეგ პირველი გუნდია, რომელმაც ბრაზილია მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე დაამარცხა. „სელესაოს“ ზედიზედ 17 შეხვედრა არ ჰქონდა წაგებული.

საინტერესოა, რომ კამერუნმა მსოფლიო ჩემპიონატზე 2002 წლის შემდეგ პირველად იმარჯვა, მისი მოგების წყალობით კი მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე 9 ქულა ვერც ერთმა გუნდმა დააგროვა. საუკეთესო შედეგი ინგლისს, ნიდერლანდებსა და მაროკოს აქვთ, რომელთა ანგარიშზეც 7-7 ქულაა.

ჯგუფური ეტაპის შემდეგ, Opta-მ ის ნაკრებები დაასახელა, რომლებსაც ჩემპიონობის ყველაზე მაღალი შანსი აქვთ. პირველზე ბრაზილიაა - 26.98 პროცენტი, მეორეზე არგენტინას ვხედავთ - 17.1 პროცენტი, მესამე საფრანგეთია - 11.1 პროცენტი, მეოთხე ინგლისის - 11 პროცენტი, მეხუთე ესპანეთი - 10.9 პროცენტი, მეექვსე კი პორტუგალია - 7.8 პროცენტი.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
კრიშტიანუ გაბრაზდა, როცა შეცვალეს? - სანტუშმა ახსნა რა მოხდა
კრიშტიანუ გაბრაზდა, როცა შეცვალეს? - სანტუშმა ახსნა რა მოხდა