სამხრეთ კორეის სასწაული და განის ნაკრების დეჟა ვუ - ურუგვაი ჯგუფში ჩარჩა
Aa
Aa

სამხრეთ კორეის სასწაული და განის ნაკრების დეჟა ვუ - ურუგვაი ჯგუფში ჩარჩა

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო დღე ორი თამაშით გაიხსნა. განის ნაკრები ურუგვაის დაუპირისპირდა, სამხრეთ კორეა კი პორტუგალიას გაეჯიბრა. განსაკუთრებული ინტერესი „შავი ვარსკვლავებისა“ და „ლა სელესტეს“ მატჩისკენ იყო მიმართული, რომელიც სამხრეთ ამერიკელთა გამარჯვებით დასრულდა.

მატჩის სტარტი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, მე-16 წუთზე კი ვითარება დაიძაბა. განელთა ერთ-ერთი ლიდერი, მოჰამედ კუდუსი საჯარიმოში წააქციეს და რამდენიმე წუთიანი გადამოწმების შემდეგ, მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა. განელებმა ურუგვაის პენალტი ვერც ამჯერად გაუტანეს. დარტყმა ანდრე აიუმ გააცუდა და საკუთარი გუნდი დააღალატა.

26-ე წუთზე, ურუგვაიმ ანგარიში გახსნა. ჯორჯიან დე არასკაეტამ ცარიელ კარში გაიტანა და უმნიშვნელოვანესი გოლი შეაგდო. რამდენიმე წუთში, არასკაეტამ დუბლი გაიფორმა და ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ურუგვაი ჯგუფური ეტაპიდან გავიდოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ამ მატჩის მსაჯობამ უამრავი კითხვის ნიშანი გააჩინა და გულშემატკივართა აზრით, ურუგვაი მინიმუმ 1 თერთმეტმეტრიანს იმსახურებდა.

„ლა სელესტეს“ წარუმატებლობა სამხრეთ კორეის სასწაულმა განაპირობა. ჰიონ მინ სონმა და კომპანიამ საფეხბურთო სამყარო შოკში ჩააგდეს და პორტუგალიას 2:1 მოუგეს. „სელესაო“ უდიდეს უპირატესობას ფლობდა და 21-ე წუთზე ანგარიში გახსნა, თუმცა სამხრეთ კორეა თამაშში მალევე დაბრუნდა. 27-ე წუთზე, წონასწორობა კიმ იუნგ-გვონმა აღადგინა და პირველ ტაიმში არაფერი შეცვლილა.

მეორე ნახევარი იგივე სცენარით მიმდინარეობდა, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა. სამხრეთ კორეამ მეორე გოლი გაიტანა, ჰვან ჰი-ჩანმა საკუთარი გუნდი დააწინაურა და პორტუგალია 1:2 დამარცხდა.

ამრიგად, სამხრეთ კორეის ნაკრები მერვედფინალში სავარაუდოდ ბრაზილიას დაუპირისპირდება, პორტუგალია კი სერბეთს ან შვეიცარიას შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პენტატრიკი - სალუქვაძის 5 გოლი გადამწყვეტი მატჩის 27 წუთში
პენტატრიკი - სალუქვაძის 5 გოლი გადამწყვეტი მატჩის 27 წუთში