კრიშტიანუ რონალდუ, კრის სატონი
Aa
Aa

„სამარცხვინოა ისე რომ აღნიშნა, თითქოს ბურთს მართლა შეეხო“ - სატონი რონალდუს აკრიტიკებს

„ჩელსისა“ და „ასტონ ვილას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, კრის სატონმა კრიშტიანუ რონალდუ გააკრიტიკა. ინგლისელმა მოთამაშემ ურუგვაისა და პორტუგალიის ნაკრებების დაპირისპირებაზე ისაუბრა, ყურადღება პირველი გოლის მომენტზე გაამახვილა და რონალდუს ქმედებები დაუწუნა.

„დაივიწყეთ, „ღმერთის ხელი“, ახლა მოდაში კრიშტიანუ რონალდუს „ღმერთის თმაა“. პორტუგალიის ნაკრების ვარსკვლავს გოლზე ისეთი რეაქცია ჰქონდა, თითქოს ბურთი მართლა შეეხო. ეს სამარცხვინოა. მისდა სამწუხაროდ, Adidas-ის ბურთში ტექნოლოგიაა განთავსებული, რომელმაც დაადასტურა, რომ იგი მას არ შეხებია.

ლიონელ მესის Adidas-თან კონტრაქტი აქვს, რონალდუ კი Nike-ის სახეა და დარწმუნებული ვარ, ამის გამო, შეთქმულების თეორიები გაჩნდებოდა! პირადად მე, გამეორების დროსაც მეგონა, რომ რონალდუ ბურთს არ შეხებია, თუმცა მთავარი მისი ნახტომია. კრიშტიანუ რომ არ ყოფილიყო, ურუგვაელთა მეკარე ბურთს დაიჭერდა. რონალდუს ნახტომი აუცილებელი იყო, მაგრამ ისე მოქცევა, თითქოს გოლი მან გაიტანა, არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენდა.

ჩემს საფეხბურთო კარიერაში უამრავი ჩაწოდება ყოფილა და ყოველთვის იცი, ბურთს ეხები თუ არა. მაშინაც კი, როცა ძალიან პატარა შეხება იყო. სამაგიეროდ, არ მახსენდება მომენტი, როცა ვცდილობდი, ჩემი თანაგუნდელის გოლი ჩემს ანგარიშზე ჩამეწერა. კრიშტიანუ ამ გოლს ვერ მიიღებს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ გოლის აღნიშვნა არა გუნდს, არამედ მას უკავშირდებოდა. რონალდუ მხოლოდ რონალდუზე ფიქრობს“.

ცნობისთვის, სატონმა რონალდუ ადრეც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ კრიშტიანუ ბავშვებს საშინელ მაგალითს აძლევს. მისი თქმით, განასთან პენალტი არ ყოფილა და რონალდუმ სიმულაციას მიმართა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყვრიმალისა და ორბიტალური ძვლის მოტეხილობა - დოლიძის ექს-მეტოქე მიღებულ ტრავმებზე
ყვრიმალისა და ორბიტალური ძვლის მოტეხილობა - დოლიძის ექს-მეტოქე მიღებულ ტრავმებზე