კამერუნის ფეხბურთელთა ნაკრები, ანდრე ონანა, რიგობერ სონგი
Aa
Aa

ონანას პრობლემები აქვს - კამერუნის ფედერაცია მხარს მწვრთნელს უჭერს

კამერუნის ნაკრებში გარკვეული სახის პრობლემებია. ანდრე ონანასა და მთავარ მწვრთნელს შორის კონფლიქტი მოხდა. ამ უკანასკნელმა ონანას უფრო ტრადიციული მეკარეობა მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ, რიგობერტ სონგმა 26 წლის მეკარე განაცხადიდან მოკვეთა.

ამ ფაქტის შემდეგ, კამერუნის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა და მთავარ მწვრთნელს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

„გაცნობებთ, რომ კამერუნის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რიგობერტ სონგის გადაწყვეტილებით, ფეხბურთელი ანდრე ონანა დისციპლინური მიზეზების გამო დროებით გათავისუფლდა.

კამერუნის ფეხბურთის ფედერაცია მთავარი მწვრთნელისა და მისი პერსონალის გადაწყვეტილებას მთლიანად უჭერს მხარს. ეს ყველაფერი გუნდის ერთიანობის შენარჩუნებაში დაგვეხმარება.“

შეგახსენებთ, რომ 2 ტურის შემდეგ, კამერუნს 1 ქულა აქვს და ჯგუფში მესამე პოზიციას იკავებს. მესამე ტურში სონგის შეგირდები ბრაზილიას დაუპირისპირდებიან. აღნიშნული მატჩი 2 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვან გაალი: “ფიფა-ს მხოლოდ ფული აინტერესებს“
ვან გაალი: “ფიფა-ს მხოლოდ ფული აინტერესებს“