ლუის ენრიკე
Aa
Aa

“იაპონიასთან მოსაგებად გავალთ“ - ენრიკემ ჭორებს წერტილი დაუსვა

მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანია თავის ჯგუფში საკმაოდ რთულ ვითარებაშია. ჰანსი ფლიკის ნაკრები 1 ქულით ბოლო პოზიციაზე იმყოფება. პირველ ადგილზე 4 ქულით ესპანეთია, ხოლო 3-3 ქულით იაპონია და კოსტარიკა მეორე/მესამე ადგილს იყოფენ.

გაჩნდა მოსაზრება, რომ ბოლო ტურში ესპანეთი სრული ძალებით არ ითამაშებს და შესაძლოა იაპონიას გერმანიის ჩატოვების მიზნით ქულები აჩუქოს. თავის მხრივ, ბუნდეს ნაკრებმა კოსტა რიკა აუცილებლად უნდა დაამარცხოს.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ჟურნალისტებმა კითხვა „ფურია როხას“ მთავარ მწვრთნელს ლუის ენრიკეს დაუსვეს.

ლუის ენრიკე:

„პირველ რიგში, გერმანიის ნაკრები უნდა შევაქო. მათ ძალიან კარგად ითამაშეს, მაგრამ გოლი ჩვენმა შეცდომებმა გამოიწვია. მატჩის შემდეგ, ესპანეთი იმაზე მეტად მომეწონა, ვიდრე მიმდინარეობისას.

შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ იაპონიასთან მატჩში კონკურენტუნარიანები ვიქნებით და სპეკულირებას არ ვაპირებთ. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ითამაშებს. უკლებლივ ყველა ფეხბურთელი ძალიან კარგია. გერმანიამ ჯერ კოსტა რიკასთან გამარჯვებაზე უნდა იფიქროს, მაგრამ გპირდებით, იაპონიასთან მოსაგებად გავალთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რომანომ დაადასტურა - ნკუნკუ ზაფხულში ჩელსის შეუერთდება
რომანომ დაადასტურა - ნკუნკუ ზაფხულში ჩელსის შეუერთდება