ჩელსი, ლაიპციგი, კრისტოფერ ნკუნკუ
Aa
Aa

რომანომ დაადასტურა - ნკუნკუ ზაფხულში ჩელსის შეუერთდება

ლონდონის „ჩელსი“ და ტოდ ბოელი აქტიურობას განაგრძობს. ბოლო პერიოდში აქტიურად იწერებოდა, რომ კრისტოფერ ნკუნკუ არისტოკრატებს შეუერთდებოდა. ამ საკითხთან დაკავშირებით, გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

რომანოს თქმით, „ჩელსი“ ფრანგ თავდამსხმელთან ერთ ნაბიჯშია და კონტრაქტს სულ მალე გააფორმებს. კრისტოფერმა სამედიცინო შემოწმება ჯერ კიდევ სექტემბერში გაიარა. „არისტოკრატები“ და „ლაიპციგი“ 60 მილიონ ევროზე შეთანხმდნენ და ამას ბონუსიც დაემატება. 25 წლის თავდამსხმელი ლონდონურ კლუბს 2023 წლის ზაფხულში შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ ნკუნკუს ახლა ტრავმა აქვს და რეაბილიტაციის პროცესს გადის. დაზიანების  გამო ფრანგი შემტევი მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ თამაშობს.

ცნობისთვის, კრისტოფერი გერმანულ კლუბს 2019 წელს შეუერთდა. 2019 წლიდან დღემდე ნკუნკუმ „ლაიპციგის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 159-ჯერ მოირგო, 64 გოლი გაიტანა და 51 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ღირსებას შეურაცხყოფა მიაყენეს - ირანი აშშ-ს ნაკრების დისკვალიფიკაციას ითხოვს
ღირსებას შეურაცხყოფა მიაყენეს - ირანი აშშ-ს ნაკრების დისკვალიფიკაციას ითხოვს