ვინ იქნება ბელგიის ნაკრების მემკვიდრე - საქართველო, ნორვეგია, უკრაინა და სხვები
Aa
Aa

ვინ იქნება ბელგიის ნაკრების მემკვიდრე - საქართველო, ნორვეგია, უკრაინა და სხვები

ცნობილი ბრაზილიური გამოცემა, UOL-ი სტატიას აქვეყნებს და იმ ქვეყნების ეროვნულ გუნდებზე გვესაუბრება, რომლებსაც შეუძლიათ, „ახალი ბელგიის ნაკრები“ გახდნენ. ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ ერთ-ერთი მათგანი საქართველო გახლავთ და UOL-ი „ჯვაროსნებზე“ დეტალურად საუბრობს.

„ბელგიის ბრწყინვალე თაობას ქომაგების გონებაში ადგილი მინიმუმ 10 წლის განმავლობაში ეკავა. რთულია, იმ მომენტის დადგენა, როცა ბელგიელებმა საფეხბურთო სცენა დაისაკუთრეს, მაგრამ შეგვიძლია, დავასახელოთ თარიღი, როცა მათი შოუ დასრულდა. ეს 27 ნოემბერს მოხდა და ისინი მაროკოსთან დამარცხდნენ.

ახალგაზრდა ბელგიელები ასაკში შევიდნენ და წითელი ეშმაკების ოქროს თაობამ საუკეთესო წლები ტიტულის გარეშე გაიარა. ხორვატიასთან მატჩი რა ანგარიშითაც არ უნდა დასრულდეს, აშკარაა, რომ ბელგიას ხიბლი დაკარგული აქვს. გუნდის შესანიშნავმა სიმბოლომ, კევინ დე ბრუინმა პირველ ორ შეხვედრაში ვერ გაიბრწყინა. ტიბო კურტუას, რომელიც ერთ დროს აუღებელი კედელი იყო, მაროკოელთა პირველი გოლი გამოეპარა, ედენ აზარი კი, რომელიც რეალში გადასვლისას დომინირებდა, მსოფლიო ვარსკვლავი ვერ გახდა. 2018 წლის მუნდიალზე დაკავებული მე-3 ადგილი მათი უდიდესი წარმატება იყო და ახლა ჩნდება შეკითხვა, ბელგიელების წასვლის შემდეგ გაჩენილ სიცარიელეს ვინ შეავსებს? ვინ იქნება გუნდი, რომელიც ჩვენს გულებს დაიპყრობს?

საქართველო - შეუძლებელი ოცნება?

ბელგიელი გულშემატკივრები, რომლებიც საქომაგოდ ახალ გუნდს ეძებენ და სურთ, იპოვონ ნაკრები, რომელიც ყურადღების ცენტრში არ ექცევა, საქართველო იდეალური ვარიანტია. ჯვაროსნების შესახებ ინფორმაცია ძალიან ცოტას ჰქონდა, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის მომდევნო საკვალიფიკაციო ეტაპისას მათზე ბევრი ილაპარაკებს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ხვიჩა კვარაცხელიაა. 21 წლის გარემარბი, რომელიც ევროპული საფეხბურთო სეზონის გამორჩეული მოვლენაა. 17 შეხვედრაში გაფორმებული 8 გოლითა და ამდენივე შედეგიანი გადაცემით, იგი უკვე არის იმ თაობის ლიდერი, რომელიც თავის ქვეყანას საფეხბურთო რუკაზე ადგილს დაუმკვიდრებს.

„კვარა“ ერთადერთი არაა. მეკარის პოზიციიდან დავიწყოთ. 22 წლის გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას ძირითადი გოლკიპერია და თავისი თამაშით მსოფლიო ფეხბურთის წამყვანი კლუბები დააინტერესა. ნახევარდაცვაში, შეგვიძლია, ზურიკო დავითაშვილი გამოვარჩიოთ, რომელიც ბორდოს უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებაში ეხმარება.

საქართველოს ნაკრების თავკაცისთვის, რომელიც საკვალიფიკაციო ეტაპზე სასწაულის ძიებაშია, უმაღლეს დონეზე თამაში უცხო არაა. ეს ადამიანი ვილი სანიოლი გახლავთ. ბაიერნის ყოფილი ფეხბურთელი და 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორეადგილოსანი. კატარის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები ჯგუფში მეოთხე იყო. ქართველებმა მხოლოდ 2 თამაში მოიგეს და გამორჩეული მომენტი შვედეთთან მოპოვებული გამარჯვება გახლდათ“, - წერს ბრაზილიური გამოცემა.

საინტერესოა, რომ საქართველოს ნაკრების გარდა, ბელგიის მემკვიდრეებად ნორვეგია, უკრაინა, სამხრეთ კორეა, კანადა, ეკვადორი და ბურკინა ფასო დაასახელეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სპალეტი სიმშვიდეს აძლევს, თავი უნდა დავანებოთ“ - სოსა კვარაცხელიაზე
„სპალეტი სიმშვიდეს აძლევს, თავი უნდა დავანებოთ“ - სოსა კვარაცხელიაზე