ბუდუს ტრანსფერი
ბუდუს ტრანსფერი
პრემიერ ლიგის კლუბს ხვიჩა სურდა
პრემიერ ლიგის კლუბს ხვიჩა სურდა
ზივზივაძე გერმანიაში ითამაშებს
ზივზივაძე გერმანიაში ითამაშებს
კონორ მაკგრეგორი სიკვდილს გადაურჩა
კონორ მაკგრეგორი სიკვდილს გადაურჩა
მერაბის კომენტარი UFC-ის ფოტოზე
მერაბის კომენტარი UFC-ის ფოტოზე
უარი ალ ნასრის
უარი ალ ნასრის
კონატე დინამოში
კონატე დინამოში
გეგუჩაძე ზარანდიაზე
გეგუჩაძე ზარანდიაზე
ბუნდესლიგა დაბრუნდა
ბუნდესლიგა დაბრუნდა
კვარას მიღწევა
კვარას მიღწევა
გულიაშვილის ტრანსფერი
გულიაშვილის ტრანსფერი
სპარტაკს ხვიჩას შეძენა შეეძლო
სპარტაკს ხვიჩას შეძენა შეეძლო
შახტარის მხარდაჭერა უკრაინელ ჯარისკაცებს
შახტარის მხარდაჭერა უკრაინელ ჯარისკაცებს
კუტალიას გოლი
კუტალიას გოლი
მუდრიკი ჩელსიში ითამაშებს
მუდრიკი ჩელსიში ითამაშებს
სად წავა ბუდუ?
სად წავა ბუდუ?
ინდიანამ შესაძლოა გოგა გაცვალოს
ინდიანამ შესაძლოა გოგა გაცვალოს
ცვლილებები ბათუმში
ცვლილებები ბათუმში
ფელიქსი ჩელსიში
ფელიქსი ჩელსიში
სპალეტის შეფასება
სპალეტის შეფასება
მესი, მესი, მესი - რეკორდები და დაწერილი ისტორია ქალაქ ლუსაილში
Aa Aa
27 ნოემბერი 2022  |  12:57

მესი, მესი, მესი - რეკორდები და დაწერილი ისტორია ქალაქ ლუსაილში

ლეო მესიმ არგენტინის ნაკრების ოცნება ცოცხალი დატოვა და „ალბისელესტეს“ მუნდიალზე პირველი 3 ქულა მოუტანა.

მესის გოლისა და ამ მატჩის შემდეგ, პრესა, სპეციალისტები, ქომაგები - ყველა „ლა პულგაზე“ საუბრობს. ლეომ გუშინდელი გოლითა და საგოლე პასით რამდენიმე ისტორიული შედეგი დააფიქსირა.

***

მესი ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 5 სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატზე საგოლე პასის გაკეთება შეძლო. ლეომ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 1 საგოლე გადაცემა შეასრულა, შემდეგ კი თითო 2010 და 2014 წლებში, 2018 წლის მუნდიალებზე კი 2 „ასისტი“ მიითვალა. ამჟამად კატარში მის ანგარიშზე ერთი საგოლე პასია.

***

მესი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში არის პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ყველაზე ახალგაზრდულ ასაკში და შემდეგ უკვე ყველაზე ასაკოვანმა 1 შეხვედრაში გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა.

***

მესი არგენტინის ნაკრების ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატებზე 2 მატჩი დაუგროვდა, რომლებშიც გოლის გატანაც შეძლო და საგოლე გადაცემის შესრულებაც.

***

2006 წლიდან დღემდე, მესის მსოფლიო ჩემპიონატებზე (დროის ამ მონაკვეთში) საჯარიმოს გარედან ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი - 4.

ლეოს შემდეგ, ყველაზე მეტი შორეული გოლი დავიდ ვილასა და დიეგო ფორლანს აქვთ - 3-3.

***

მესიმ არგენტინის ნაკრებში 2022 კალენდარულ წელს 13 გოლის გატანა შეძლო, რაც მის კარიერაში ნაკრებში ჩატარებულ კალენდარულ წლებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია.

აქამდე ლეოს საუკეთესო სანაკრებო წელი 2012 იყო, როცა 12 გოლის გატანა შეძლო.

***

მესის მსოფლიო ჩემპიონატზე დებიუტი 2006 წელს ჰქონდა. იმ დღიდან დღევანდელ დღემდე, ლეოს მონაგარი მუნდიალებზე 8 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა, რაც ჯამში 14 საგოლე მოქმედებაა. ამ მაჩვენებლით არგენტინელს მხოლოდ ტომას მიულერი უსწრებს, რომელიც 16-ს აფიქსირებს - 10 გოლი და 6 საგოლე პასი.

***

მესიმ მარადონას მიღწევა გაიმეორა და არგენტინის ნაკრების ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატებზე 21-ე მატჩი ჩაატარა, მისი მონაგარი კი დიეგოს მსგავსად 8 გოლია. მათზე წინ მხოლოდ ბატისტუტაა - 10 გოლი.

***

ლუსაილში გამართულ არგენტინა მექსიკის მატჩს ბევრი ისტორიული ფაქტი ახლდა თან. ლეო მესის გარდა, ეს შეხვედრა ქომაგების ჭარბი რაოდენობითაც გამოირჩა. ტრიბუნებზე 88 966 მაყურებელი შეიკრიბა.

ეს არის 1994 წლის აშშ-ის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელი, რაც ოდესმე ყოფილა. 94-ში ბრაზილია იტალიის ფინალურ დაპირისპირებას 94 194 გულშემატკივარი დაესწრო.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
„დიდებული ფეხბურთელები გვყავს“ - სკალონის კომენტარი და აიმარის ცრემლები
„დიდებული ფეხბურთელები გვყავს“ - სკალონის კომენტარი და აიმარის ცრემლები