ლიონელ მესი, არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები, ენცო ფერნანდესი
Aa
Aa

მესიმ მარადონას რეკორდი გაიმეორა - ენცოს სუპერგოლი და არგენტინის გამარჯვება

კატარი 2022-ზე C ჯგუფის მეორე ტურში არგენტინამ მექსიკა 2:0 დაამარცხა. პირველ ტაიმში მექსიკამ აქტიურად ითამაშა, მეტოქის ნახევარზე პრესინგს ხშირად მიმართავდა, არგენტინელებს შეტევების განვითარება არ გამოსდიოდათ, თუმცა შესვენების შემდეგ სკალონის გუნდმა თამაშის ხარისხი გამოასწორა. 64-ე წუთზე ლეო მესიმ ანგარიში იდეალურად ზუსტი დარტყმით გახსნა. ეს მომენტი შეხვედრაში გარდამტეხი აღმოჩნდა.

87-ე წუთზე ენცო ფერნანდესმა ბრწყინვალე დარტყმით სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მესიმ მსოფლიოს ჩემპიონატზე 21-ე შეხვედრა ჩაატარა და ამ მაჩვენებელით დიეგო მარადონას რეკორდი გაიმეორა. არგენტინის ნაკრების ისტორიაში მესიმ და მარადონამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაზე მეტ შეხვედრაში ითამაშეს (21).

ლიონელ მესიმ მუნდიალზე მე-8 გოლი გაიტანა. არგენტინის ნაკრების ისტორიაში მასზე მეტი გოლი მუნდიალზე მხოლოდ გაბრიელ ბატისტუტამ შეაგდო (10). ასევე, აღსანიშნავია, რომ მესიმ მარადონას შედეგი გაიმეორა და მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-8 გოლი შეაგდო.

C ჯგუფში პოლონეთი 4 ქულით პირველ ადგილზეა, არგენტინისა და საუდის არაბეთის ანგარიშზე 3-3 ქულაა, მექსიკა 1 ქულით აუტსაიდერია.

მესამე ტურში პოლონეთი არგენტინას შეხვდება, საუდის არაბეთი კი - მექსიკას. ორივე შეხვედრა 30 ნოემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზიდანის შედეგი გაიმეორეს - მბაპეს და გრიზმანის მიღწევა
ზიდანის შედეგი გაიმეორეს - მბაპეს და გრიზმანის მიღწევა