ბელგია, კევინ დე ბრუინი
Aa
Aa

დე ბრუინი: “მსოფლიო ჩემპიონატს ვერ მოვიგებთ, მოხუცები ვართ“

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ბელგია მაროკოს დაუპირისპირდება. მატჩის წინ, „წითელი ეშმაკების“ ვარსკვლავმა კევინ დე ბრუინმა პესიმისტური კომენტარი გააკეთა.

რა თქვა დე ბრუინმა?

„ვფიქრობ, მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შანსი არ გვაქვს. ამისთვის ძალიან მოხუცები ვართ. ამისი შანსი 2018 წელს გვქონდა. ახლაც ძალიან კარგი გუნდი გვყავს, მაგრამ დაბერებული. რამდენიმე ძლიერი მოთამაშე დავკარგეთ. ახლაც გვყავს კარგი ფეხბურთელები, მაგრამ ისინი ისეთი დონის არ არიან, როგორიც სხვა ფეხბურთელები 2018-ში იყვნენ.“

შეგახსენებთ, რომ ბელგიამ პირველ ტურში უმძიმეს ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით კანადა დაამარცხა. ერთადერთი გოლი შეხვედრის 44-ე წუთზე მიჩი ბაჩუაიმ გაიტანა.

ცნობისთვის, ბელგიისა და მაროკოს დაპირისპირება 27 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 17:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კრიშტიანუ - “ტოტალური გენიოსი“ - რეკორდები და ანტირეკორდები მუნდიალზე
კრიშტიანუ - “ტოტალური გენიოსი“ - რეკორდები და ანტირეკორდები მუნდიალზე