ავსტრალია, დუკი, ტუნისი
Aa
Aa

მნიშვნელოვანი 3 ქულა - ავსტრალიამ ტუნისს მოუგო

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ავსტრალია ტუნისს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. ცნობისთვის, ავსტრალიამ 2010 წლის შემდეგ, პირველი მატჩი მოიგო მუნდიალზე.

აღსანიშნავია, რომ მატჩში უპირატესობას ტუნისი ფლობდა, მაგრამ უფრო სახიფათოდ ავსტრალია უტევდა. პირველ ტაიმში ნომინალურად მასპინძლებმა კარში ზუსტად ვერ დაარტყეს. ანგარიში 23-ე წუთზე გუდვინის გადაცემის შედეგად დუკმა გახსნა.

მეორე ნახევარში ტუნისი გააქტიურდა და ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლა. მეტიც, ავსტრალიას კარისკენ მხოლოდ ერთი დარტყმა ჰქონდა, ზუსტი კი არცერთი. მიუხედავად მოპოვებული უპირატესობისა, ტუნისმა ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხა და დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ, ავსტრალიას 3 ქულა აქვს და ამ მომენტისთვის ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს. თავისი მატჩი ჯერ არ ჩაუტარებია დანიას, რომელსაც 1 ქულა აქვს და საფრანგეთს უპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მაიკ დინი: გაოგნებული ვარ, ეს პენალტი არ იყო, მსაჯს გამეორება უნდა ენახა
მაიკ დინი: გაოგნებული ვარ, ეს პენალტი არ იყო, მსაჯს გამეორება უნდა ენახა