კაი ჰავერცი
Aa
Aa

გერმანია საპროტესტო ჟესტს აღარ გამოიყენებს - ჰავერცმა ეს დაადასტურა

გერმანიის ნაკრები საპროტესტო ჟესტს აღარ გამოიყენებს და მატჩების დაწყებამდე, პირზე ხელს არ აიფარებს. ეს ინფორმაცია „ბუნდესმანშაფტის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კაი ჰავერცმა გაავრცელა და განაცხადა, რომ ის და მისი თანაგუნდელები ახლა ბოლომდე ფეხბურთზე არიან ორიენტირებულნი.

„ბოლო დღეებში, ჩვენი პოზიცია ნათლად დავაფიქსირეთ. სიმართლე გითხრათ, ძალიან რთულია, ამ თემაზე საუბარი. ყველამ იცის, რა პოზიცია გვაქვს. ასე რომ, ახლა 100 პროცენტით ფეხბურთზე ვართ ორიენტირებული“.

როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ნაკრებებს One Love კაპიტნის სამკლავურით თამაშის უფლება არ მისცა და გერმანელთა პროტესტი სწორედ ამან განაპირობა. „ბუნდესმანშაფტს“ სურდა, LGBTQ+ თემისთვის მხარდაჭერა გამოეცხადებინა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

სხვათა შორის, გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში ჩივილს გეგმავს. გერმანულ მხარეს სურს, რომ კაპიტანმა მანუელ ნოიერმა აღნიშნული სამკლავური მეორე ტურში, ესპანეთთან შეხვედრაში გაიკეთოს და უნდა, დარწმუნდეს, რომ სარჩელის შეტანის შემთხვევაში, ნოიერი არ დაისჯება და არც გერმანიის ნაკრებს დააკლებენ ქულებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლი კვარას შემცვლელს ეძებს? - რას წერს Gazzetta
ნაპოლი კვარას შემცვლელს ეძებს? - რას წერს Gazzetta