ხვიჩა კვარაცხელია, ფედერიკო ბერნარდესკი
Aa
Aa

„ასეთი სრულფასოვანი ფეხბურთელი დიდი ხანია არ მინახავს“ - ბერნარდესკი კვარაზე

ტურინის „იუვენტუსისა“ ყოფილმა და ამჟამად MLS-ის გუნდ „ტორონტოს“ ფეხბურთელმა, ფედერიკო ბერნარდესკიმ La Gazzetta dello Sport-თან სკუდეტოს მოგების ფავორიტებზე ისაუბრა.

28 წლის იტალიელმა ფეხბურთელმა მოსაზრება „ნაპოლიზე“ და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც გამოთქვა და განაცხადა, რომ მისთვის ქართველი ფეხბურთელი სერია A-ში საუკეთესოა.

რა თქვა ბერნარდესკიმ:

ვინ მოიგებს სკუდეტოს? იუვე სრულ რბოლაშია და ვფიქრობ, „ნაპოლიზე“ ძლიერი გუნდი ჰყავს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს გუნდი სიგიჟეებს აკეთებს, ჰყავს არაჩვეულებრივი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია. ჩემთვის, ის სერია A-ში ყველაზე ძლიერია, ასეთი სრულფასოვანი ფეხბურთელი დიდი ხანია არ მინახავს: ურტყამს ორივე ფეხით, ფიზიკურად ძლიერია, დარბის და აქვს ინტელექტი, ასევე ხასიათი და დამანგრეველი სიჩქარე. ზაფხულში, „ნაპოლის“ მისი შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიში“ დებიუტის შემდეგ, ხვიჩამ ყველა ტურნირზე 17 მატჩი ჩაატარა, სადაც 8 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა. ზურგის ტრავმის გამო, ქართველმა ფეხბურთელმა სერია A-ს ბოლო 3 შეხვედრა გამოტოვა - „ატალანტასთან“, „ემპოლისთან“ და „უდინეზესთან“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლეაუს გააქვს, კვარაცხელია კი სახლშია“ - რას წერენ ქომაგები პორტუგალიის მატჩის შემდეგ
„ლეაუს გააქვს, კვარაცხელია კი სახლშია“ - რას წერენ ქომაგები პორტუგალიის მატჩის შემდეგ