მოურინიო: „იაპონიის გამარჯვება გიჟური სიურპრიზი არ ყოფილა“
Aa Aa
24 ნოემბერი 2022  |  17:59

მოურინიო: „იაპონიის გამარჯვება გიჟური სიურპრიზი არ ყოფილა“

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ გერმანიისა და იაპონიის ნაკრებების დაპირისპირებაზე ისაუბრა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ „ლურჯი სამურაის“ გამარჯვება უდიდესი მოულოდნელობა არ ყოფილა და აზიელი ფეხბურთელები შეაქო.

„ეს ფანტასტიკური მიღწევაა, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ, გიჟური სიურპრიზი არ ყოფილა. იაპონია კარგი გუნდია, კარგი ფეხბურთელები ჰყავს და ასეთ ტურნირებზე გამოცდილება დააგროვა. იაპონიის ნაკრების მოთამაშეთა უმრავლესობა ევროპაში ასპარეზობს, სადაც ისინი სწრაფად ვითარდებიან და უკეთ იგებენ, მაღალი დონის თამაში რა არის.

ვფიქრობ, განსხვავებას ფეხბურთელთა მენტალიტეტიც ქმნის. ევროპულ ფეხბურთში ინდივიდუალებზე და ეგოზე დიდი ყურადღებაა გამახვილებული. როცა თქვენს კულტურასა და თქვენს გუნდს ვუყურებ, ყველაფერი სხვანაირადაა. იაპონელი ფეხბურთელი არასდროს გამიწვრთნია, მაგრამ აზიელ მოთამაშეებთან მიმუშავია და ამ მხრივ გამიმართლა, რადგან საუკეთესო აზიელ ფეხბურთელს, სონს ვწვრთნიდი. მათ განსაკუთრებული მენტალიტეტი აქვთ. მათთვის გუნდი ყველაზე მნიშვნელოვანია და არა საკუთარი თავისთვის, არამედ გუნდისთვის თამაშობენ“.

შეგახსენებთ, რომ იაპონიამ გერმანია 2:1 დაამარცხა და მომდევნო შეხვედრას კოსტა რიკასთან გამართავს.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
„მალე მთელ ოჯახს გაგანადგურებთ“ - კონორი ხაბიბს ემუქრება
„მალე მთელ ოჯახს გაგანადგურებთ“ - კონორი ხაბიბს ემუქრება