12 წლის ბავშვმა რონალდოს მსგავსი ვარცხნილობა გაიკეთა - იგი სკოლიდან სახლში გაუშვეს
Aa
Aa

12 წლის ბავშვმა რონალდოს მსგავსი ვარცხნილობა გაიკეთა - იგი სკოლიდან სახლში გაუშვეს

კატარში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს და 12 წლის ბიჭუნამ, ალფი რანსონმა გადაწყვიტა, ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, რონალდოს მსგავსი ვარცხნილობა გაეკეთებინა. იგი ამაზე კვირების განმავლობაში ფიქრობდა და ინგლისის ნაკრების გამარჯვების შემდეგ, ეს ნაბიჯი გადადგა.

ალფის ვარცხნილობამ მის სკოლაში დიდი უკმაყოფილობა გამოიწვია. ოთხშაბათს, მისმა დედამ სატელეფონო ზარი მიიღო და სკოლის წარმომადგენლებმა შეატყობინეს, რომ წესების დარღვევის გამო, ალფი სახლში გაგზავნეს. მათი თქმით, ბიჭუნა სწავლას მანამ ვერ დაუბრუნდება, სანამ თმას მთლიანად არ გადაიპარსავს.

„ის თავს კარგად გრძნობს, თავდაჯერებულია და არ მინდა, რამე ვაიძულო. თუმცა, სწავლა უმნიშვნელოვანესია და წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა ვქნა. ერთი რამ დანამდვილებით ვიცი და ვხვდები, რომ თმის გადაპარსვა მას დაამწუხრებს“, - განაცხადა ბიჭუნას დედამ.

შეგახსენებთ, რომ კატარში მსოფლიო ჩემპიონატი 20 ნოემბერს დაიწყო და 18 დეკემბერს დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მალე მთელ ოჯახს გაგანადგურებთ“ - კონორი ხაბიბს ემუქრება
„მალე მთელ ოჯახს გაგანადგურებთ“ - კონორი ხაბიბს ემუქრება