პირველი სასპონსორო კონტრაქტი 9 წლის ასაკში - კლუივერტის ვაჟი ისტორიაში შევიდა!
პატრიკ კლუივერტის უმცროსი ვაჟი - შეინ კლუივერტი "პსჟ"-ს საფეხბურთო აკადემიის გამორჩეულია წევრია. ის ძალიან ნიჭიერ ფეხბურთელად მიიჩნევა და მცირე ასაკის მიუხედავად, ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა.
9 წლის შეინი გახდა ყველაზე მცირეწლოვანი ევროპელი სპორტსმენი, რომელსაც "ნაიკმა" მასშტაბური კონტრაქტი გაუფორმა. ნორჩი ფეხბურთელი "ნაიკის" სახე 15 წლის ასაკამდე იქნება.
სასპონსორო კონტრაქტის ფინანსური დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.
შეინ კლუივერტს 10 წლამდე ბავშვებში "ინსტაგრამზე" ყველაზე მეტი, 118 ათასი "გამომწერი" ჰყავს, ხოლო მისი youtube-ს არხი 32 ათას ადამიანს აქვს გამოწერილი.
პატრიკ კლუივერტის კიდევ ერთი ვაჟი - ჯასტინი, 18 წლისაა და გასული სეზონიდან ამსტერდამის "აიაქსის" მთავარ გუნდში თამაშობს.