ერვი რენარი
Aa
Aa

რენარდი: “მესის ბრაზილიასთან უფრო დიდი მოტივაცია ექნებოდა“

კატარის 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე უდიდესი სენსაცია დაფიქსირდა. ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საუდის არაბეთმა არგენტინა 2:1 დაამარცხა. ამ წაგების გამო ლეო მესის ბევრი აკრიტიკებს.

თავისი მოსაზრება გამოთქვა საუდის არაბეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰერვი რენარდმა.

რა თქვა რენარდმა?

„წარმოიდგინეთ, ლიონელ მესი თამაშობს საუდის არაბეთის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ის იტყოდა, რომ მუნდიალი კარგად უნდა დაიწყოს არგენტინამ და აუცილებლად მოიგოს. მაგრამ იცით? მისი მოტივაცია ისეთი არ იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო. მესის ბრაზილიასთან უფრო დიდი მოტივაცია ექნებოდა.

დღეს ჩვენ საუდის არაბეთის საფეხბურთო ისტორია ერთად შევქმენით, მაგრამ ამაზე არ უნდა გავჩერდეთ. წინ ორი ძალიან რთული დაპირისპირებაა.“

შეგახსენებთ, რომ შემდეგ ტურში საუდის არაბეთი პოლონეთს დაუპირისპირდება. მატჩი 26 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 17:00-დან დაიწყება. რაც შეეხება არგენტინას, „ალბისელესტე“ იმავე დღეს მექსიკას შეხვდება. თამაში ჩვენი დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სკალონი: „თავი უნდა ავწიოთ და წინსვლა გავაგრძელოთ“
სკალონი: „თავი უნდა ავწიოთ და წინსვლა გავაგრძელოთ“