ლეო მესი: „თავის გასამართლებელი მიზეზი არ არსებობს“
არგენტინის ნაკრების სუპერვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ საუდის არაბეთთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. „ლა პულგამ“ საკუთარი გუნდის თამაში შეაფასა და განაცხადა, რომ ამ ჯგუფთან ერთად ასეთი დარტყმა არასდროს მიუღია.
„5 წუთის ინტერვალში დაშვებული შეცდომებით ანგარიში 1:2 გახდა. ავირიეთ, ჩაწოდებებს ვახორციელებდით და ყველაფერი გავართულეთ. ვფიქრობ, თამაშგარე მდგომარეობის მომენტები სამართლიანი იყო. განმეორებები არ მინახავს, მაგრამ რადგან გოლები გააუქმეს, ე.ი ამის მიზეზი ჰქონდათ და თავის გასამართლებელი მიზეზი არ არსებობს.
ვიცოდით, რომ საუდის არაბეთი იყო გუნდი, რომელიც მაღლა აწეულ დაცვის ხაზს იყენებდა და კარგად ითამაშებდა თუ თამაშის საშუალებას მივცემდით. ამ ჯგუფთან ერთად, ასეთი დარტყმა არასდროს მიმიღია და ყველაფერი რაღაცის გამო ხდება. ახლა, ისღა დაგვრჩენია, რომ გავიმარჯვოთ ან გავიმარჯვოთ. უფრო ერთიანი უნდა ვიყოთ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ. ძლიერი ჯგუფი გვყავს და ეს ადრეც გვიჩვენებია. ახლა ვიმყოფებით ვითარებაში, რომელშიც დიდი ხანია არ ვყოფილვართ და უნდა ვაჩვენოთ, რომ ნამდვილი გუნდი ვართ“.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის გუნდი მომდევნო შეხვედრას 26 ნოემბერს, მექსიკის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება. საუდის არაბეთი კი ამავე დღეს, ჩვენი დროით 17:00 საათზე პოლონეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.