ესპანეთი, სერხიო ბუსკეტსი
Aa
Aa

ბუსკეტსი: “ვფიქრობ, ჩემპიონობა შეგვიძლია“

ბევრი თვლის, რომ სერხიო ბუსკეტსისთვის ეს ბოლო მსოფლიო ჩემპიონატია, რადგან ის ახლა 34 წლის არის და შესაბამისად 4 წელიწადში 38 წლის იქნება. ასეთი ასაკი კი ფეხბურთელისთვის მართლაც ბევრია..

ამ საკითხთან დაკავშირებით, თავად ვეტერანმა ესპანელმა ისაუბრა და განაცხადა, რომ მომავალზე არ ფიქრობს.

რა თქვა ბუსკეტსმა?

„კარგი.. მესმის, რომ 4 წელიწადში მოხუცი ვიქნები. ამაზე არ ვფიქრობ. ჩემი მთავარი საზრუნავი ახლა ესპანეთის ნაკრების დახმარებაა და სხვა არაფერი მაინტერესებს. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია საჩემპიონო გუნდი ვიყოთ. გუნდი, რომლის დამარცხებაც ძალიან რთული იქნება. შეგვიძლია, რომ დასახულ მიზანს ბრწყინვალედ მივაღწიოთ.

ჩემთვის ეს მეოთხე მსოფლიო ჩემპიონატია, მაგრამ ზუსტად იმ შემართებით და აღფრთოვანებით ვითამაშებ, როგორც 2010-ში. არ ვიცი როდის დავასრულებ სანაკრებო კარიერას. ამ ეტაპზე იმას გეტყვით, რომ 1 სეზონი აუცილებლად ვიქნები. გადაწყვეტილებას არც ახლა და არც მუნდიალის დასრულების შემდეგ მივიღებ. მაგრამ დროის გასვლასთან ერთად ეს ყველაფერი ძალიან რეალური ხდება.“

შეგახსენებთ, რომ სერხიო ბუსკეტსი „ფურია როხაში“ პირველად 2009 წლის პირველ აპრილს გამოჩნდა, რის შემდეგაც მან ესპანეთის ნაკრების მაისური 139-ჯერ მოირგო. დღემდე სერხიომ 1 ევროპის და 1 მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკეს შეგირდები მუნდიალის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში კოსტა რიკასთან ითამაშებენ. აღნიშნული დაპირისპირება 23 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლაუტარო: ძალიან მტკივნეული მარცხია, მაგრამ წინ კიდევ ორი ფინალი გვაქვს
ლაუტარო: ძალიან მტკივნეული მარცხია, მაგრამ წინ კიდევ ორი ფინალი გვაქვს