ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Gazzetta ხვიჩაზე: სოციალურად აქტიური არაა, მაგრამ მალე მილიონ გამომწერს მიაღწევს

გავლენიანი იტალიური გაზეთი, la Gazzetta dello Sport-ი დღევანდელ ნომერში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს და მის სოციალურ აქტივობებს უსვამს ხაზს.

სტატიაში წერია, რომ კვარა იტალიაში და მთელ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ფეხბურთელი გახდა და მალე, სოციალურ ქსელებში მისი გამომწერების რაოდენობა მილიონს მიაღწევს.

რას წერს GAZZETTA:

ხვიჩა კვარაცხელიას პოპულარობა მის სამშობლოში და ასევე იტალიაში მკვეთრად გაიზარდა. ქართველი გულშემატკივრები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჯგუფურად იკრიბებიან და „ნაპოლის“ თამაშებს უყურებენ. ისინი ხვიჩას ყოველ ნაბიჯს ადევნებენ თვალს და შემდეგ სოციალურ ქსელებში განიხილავენ. ქართველი ფეხბურთელი მალე სოციალურ ქსელში მილიონ გამომწერს მიაღწევს, მაგრამ ამის მიუხედავად, ის არ არის ისეთი ტიპაჟი, რომელიც სელფის გადაიღებს და თავისი ცხოვრების ყველა ნაბიჯს სოციალურ ქსელში განათავსებს. მას ჰყავს შეყვარებული, სახელად ნიცა, მაგრამ სოციალურ ქსელში ერთად გადაღებული ფოტოების პოვნა გვიჭირს.

კატარში, მსოფლიო ჩემპიონატის გამო მას ახლა დასვენების დღეები აქვს, რომელსაც მშობლიურ საქართველოში ატარებს. „ნაპოლის“ ფეხბურთელი დიდ დროს უთმობს სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რათა სრულად დაძლიოს ზურგთან დაკავშირებული პრობლემები, რამაც სერია A-ში ბოლო თამაშების გამოტოვება აიძულა. კვარას მოედანზე იანვრიდან ვიხილავთ, როდესაც მუნდიალის პაუზის შემდეგ იტალიის ჩემპიონატი განახლდება.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს განახლების შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ში მომდევნო შეხვედრას 4 იანვარს, „ინტერის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საბედნიეროდ, ნაპოლიში ხვიჩა მოვიდა და არა რონალდუ“ - რას წერს Gazzetta dello Sport
„საბედნიეროდ, ნაპოლიში ხვიჩა მოვიდა და არა რონალდუ“ - რას წერს Gazzetta dello Sport