ჰარი მაგუაერი
Aa
Aa

ირანელების ბანერი: “მაგუაერ, შენი დაცვა საშინელებაა“

ჰარი მაგუაერის თამაში, რომ ინგლისში არ მოსწონთ ეს ახალი არავისთვის არის. „იუნაიტედის“ კაპიტანს საკუთარი გულშემატკივრებიც აკრიტიკებენ. რეალურად მას მხოლოდ ერიკ ტენ ჰაგი იცავს.

მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში ინგლისი ირანს უპირისპირდება. მატჩის წინ, ხალიფას სახელობის საერთაშორისო სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა ჰარის დასცინეს და ბანერი გამოაქვეყნეს, რომელზეც წერია:

„ჰარი მაგუაერ შენი დაცვა საშინელებაა“.

საინტერესო ის გახლავთ, რომ ამ ფაქტმა ინგლისელი გულშემატკივრების გაღიზიანება არ გამოიწვია. მეტიც, სტადიონთან შეკრებილი ორივე ნაკრების ქომაგი ერთმანეთთან სურათს იღებს და სიტუაცია საკმაოდ მშვიდია.

ირანელი გულშემატკივრები სხვა ბანერითაც გამოირჩნენ. რამდენიმე მათგანს, სამშობლოში დარჩენილი ქალების სოლიდარობის მიზნად, მაისურებზე ეწერათ:

„თავისუფლება ქალის სიცოცხლეს.“

კიდევ ერთ-ერთი ბანერი, რომელიც ირანელებმა მაგუაერის საწინააღმდეგო გამოფინეს:

„ფეხბურთი სახლში ჰარი მაგუაერის გამო არ ბრუნდება“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფიფამ თავისი გაიტანა - კაპიტნები One Love სამკლავურს ვერ გაიკეთებენ
ფიფამ თავისი გაიტანა - კაპიტნები One Love სამკლავურს ვერ გაიკეთებენ