უეინ პივაკი
Aa
Aa

უელსის მწვრთნელი: “უნდა დავფიქრდეთ, თუ რატომ დაგვემართა ეს“

საქართველოს რაგბის ნაკრებმა სასწაული მოახდინა და უელსს სტუმრად 13:12 მოუგო. მატჩი საოცრად დაძაბული გამოდგა. „ბორჯღალოსნები“ 3:12-ს აგებდნენ და ბრწყინვალე „ქამბექი“ შემოგვთავაზეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უეინ პივაკმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა პივაკმა?

„რა თქმა უნდა ვიცით, რომ რაგბში 7 დღე საკმაოდ დიდი დროა. ეს მარცხი უნდა დავივიწყოთ და საერთოდ ამოვშალოთ მეხსიერებიდან. ამის გარეშე ავსტრალიასთან სწორი დამოკიდებულებით ვერ გავალთ. ამ მდგომარეობაში თავი ჩვენით ჩავიგდეთ და ახლა აქედან გამოსვლისთვის უნდა ვიბრძოლოთ. თამაში საკმაოდ კარგად დავიწყეთ და უფრო მეტი ლელო უნდა დაგვედო, მაგრამ ასე არ მოხდა.

მეტოქის ნახევარზე ფაზების და ზეწოლის აშენება გვინდოდა. ვფიქრობ, პირველ ტაიმში თავი ყველაფერს კარგად გავართვით, მაგრამ რამდენიმე კარგი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. ეს მატჩი მონდომებით და სიმტკიცით იყო სავსე. აქედან გამომდინარე, უნდა დავფიქრდეთ, თუ რატომ დაგვემართა ეს. დღეს ბევრი შეჯახება ვერ მოვიგეთ. ეს ასპექტი მისახედია. საბოლოო ჯამში ჩემი ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ. უბრალოდ იმაზე უკეთეს შედეგს ველოდი, ვიდრე მივიღეთ.

მეორე ტაიმში ბურთი უფრო ხშირად საქართველოს ჰქონდა, რომელმაც ყველაფერი სწორად გამოიყენა. ამის მიზეზებს აუცილებლად უნდა მივხედოთ. ჩვენ ვართ გუნდი და პირველ რიგში შეცდომების გამოსწორებაზე უნდა ვიფიქროთ. გპირდებით, მომავალი მატჩი გაცილებით უკეთესი იქნება.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ევროპელებმა ბოდიში უნდა მოიხადონ იმისთვის, რასაც 3000 წელი აკეთებდნენ“
“ევროპელებმა ბოდიში უნდა მოიხადონ იმისთვის, რასაც 3000 წელი აკეთებდნენ“