ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია - ხვიჩა ახალ კონტრაქტს მიიღებს

ნეაპოლური გაზეთი, Corriere del Mezzogiorno ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო შექმნილ ვითარებაზე წერს. ქართველ ფეხბურთელს სხვადასხვა კლუბს უკავშირებენ, „პარტენოპეის“ კი მისი გასხვისება არ სურს და მისთვის გაუმჯობესებული ხელშეკრულება მზად აქვს.

„მხარეებს შორის ახალ კონტრაქტზე პრინციპული შეთანხმება უკვე არსებობს. ნაპოლის სპორტული დირექტორი, კრისტიანო ჯუნტოლი მუშაობს, რათა, როგორც ხვიჩა, ისე კიმი გუნდში დარჩნენ და ისინი ნაპოლის განძად მიიჩნევიან.

კვარაცხელიას სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადეს და დამკვირვებელთა აზრით, ახლა იგი 10-ჯერ მეტი ღირს. სწორედ ამიტომ, 2023 წელს, ნაპოლი მასთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს, რათა სირენები თავიდან აირიდოს. ამ მომენტისთვის, საუბარი მიდის სოლიდურ ბონუსზე, რომელსაც კვარაცხელია სეზონის ბოლოს მიიღებს, ხელფასის ცვლილებაზე და ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე“, - წერს Corriere del Mezzogiorno.

შეგახსენებთ, რომ ახლა „ნაპოლი“ მუნდიალის პაუზაზეა გასული და სერია A-ში მომდევნო შეხვედრას 2023 წლის 4 იანვარს, სტუმრად „ინტერთან“ გამართავს. თუმცა, მანამდე ლუჩიანო სპალეტის გუნდი სეზონის განახლებისთვის თურქეთში მოემზადება, სადაც რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ინტელექტი, რეფლექსები და სისუსტეები“ - ესპანურ პრესაში მამარდაშვილი შეაქეს
„ინტელექტი, რეფლექსები და სისუსტეები“ - ესპანურ პრესაში მამარდაშვილი შეაქეს