სანდრო მამუკელაშვილი, მილოუკი ბაქსი
Aa
Aa

მილოუკიმ ატლანტასთანაც წააგო - მამუკელაშვილმა წუთნახევარი ითამაშა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში სანდრო მამუკელაშვილის „მილოუკი ბაქსი“ საკუთარ მოედანზე „ატლანტა ჰოუკს“ შეხვდად და უშანსოდ, 15 ქულის სხვაობით - 121:106 დამარცხდა.

მასპინძლებმა მეტოქეს დიდი ვერაფერი დაუპირისპირეს და დამსახურებულადაც წააგეს. ატლანტელები შეხვედრაში თავიდანვე დაწინაურდნენ და უპირატესობა საბოლოოდ გამარჯვებამდეც მიიყვანეს.

სანდრო მამუკელაშვილს მხოლოდ 1:35 წუთი დაეთმო და მოედანზეც მაშინ გამოჩნდა, როდესაც ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. ამ დროის განმავლობაში სანდრომ 2 ქულის ჩაგდება და 1 შედეგიანი გადაცემის შესრულება მოასწრო.

მილოუკიდან ყველაზე შედეგიანი იანის ანტეტოკუნმპო იყო, რომელმაც 27 ქულა ჩააგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკელაშვილის 3 ქულა და 4 მოხსნა - მილუოკი სან ანტონიოსთან დამარცხდა
მამუკელაშვილის 3 ქულა და 4 მოხსნა - მილუოკი სან ანტონიოსთან დამარცხდა