პეტი: “მბაპეს ამბიციებმა საფრანგეთი არ უნდა დააზიანოს“
Aa
Aa

პეტი: “მბაპეს ამბიციებმა საფრანგეთი არ უნდა დააზიანოს“

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღე დარჩა. საფრანგეთის ნაკრები ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. „მამლების“ გამორჩეული ფეხბურთელი კი კილიან მბაპე გახლავთ.

ემანუელ პეტიმ, რომელმაც მუნდიალი 1998 წელს საფრანგეთთან ერთად მოიგო, „პარი სენ ჟერმენის“ ვარსკვლავს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მისი ეგო შესაძლოა ეროვნული ნაკრებისთვის პრობლემა გახდეს.

რა თქვა პეტიმ?

„როდესაც ევრო 2020-ზე საფრანგეთი შვეიცარიასთან დამარცხდა, თანაგუნდელებს შორის კონფლიქტი მოხდა. ასევე, ტრიბუნაზე მოთამაშეების ოჯახის წევრები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. საკამათო თემა ის იყო, თუ ვინ შეასრულებდა ჯარიმას და პენალტს. კარგად მესმის, რომ მბაპე უდიდესი ფეხბურთელია და მას საოცარი საფეხბურთო უნარები აქვს. მას სურს, რომ კრიშტიანუ რონალდუსავით ნომერ პირველი იყოს.

ამას ვაფასებ და მესმის, მაგრამ კილიანმა უნდა გააანალიზოს, რომ მისი ამბიცია საფრანგეთის ნაკრებისთვის პრობლემა არ უნდა გახდეს. პირიქით, ამბიციები ნაკრებს უნდა მოახმაროს და ეს მისთვისაც კარგი იქნება. თუ მბაპე მიხვდება, რომ პრიორიტეტად საფრანგეთის წარმატება უნდა დააყენოს და არა ინდივიდუალური სტატისტიკა, „მამლები“ მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებენ.

რა თქმა უნდა, შეუძლია, რომ დიდი ეგო ჰქონდეს, მაგრამ ამან საფრანგეთის ნაკრების შიდა სამზარეულო არ უნდა დაანგრიოს. წარმოიდგინეთ სხვა ფეხბურთელების მდგომარეობა. თუ ისინი ხედავენ, რომ ერთი მოთამაშე პრობლემას ქმნის და გამუდმებით მე მე მე-ს გაიძახის, ეს ყველას პრობლემა ხდება და სიტუაცია ირევა. მბაპემ როგორმე ეს ყველაფერი უნდა დააბალანსოს.

შეგახსენებთ, რომ კატარში გასამართი მუნდიალი 20 ნოემბერს დაიწყება. საფრანგეთი ჯგუფში დანიასთან, ავსტრალიასთან და ტუნისთან ერთად მოხვდა. „მამლები“ პირველ მატჩს 22 ნოემბერს ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავენ. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ჩემს მენტალიტეტს არ ცვლის“ - რამოსი მუნდიალის მიღმა დარჩენაზე
„ეს ჩემს მენტალიტეტს არ ცვლის“ - რამოსი მუნდიალის მიღმა დარჩენაზე