შოთა არველაძე, რონალდინიო, დიეგო მარადონა, ფრანჩესკო ტოტი
Aa
Aa

რონალდინიო, ტოტი, არველაძე - შოთა ლეგენდებთან ერთად ითამაშებს

We play for peace-ს ორგანიზებით 14 ნოემბერს, რომში, „სტადიო ოლიმპიკოზე“ საქველმოქმედო შეხვედრა გაიმართება, რომელშიც ფრანჩესკო ტოტისთან, ჯანლუიჯი ბუფონთან, კლაუდიო კანიჯასთან, ფაბიო კანავაროსთან, რონალდინიოსთან და სხვა უდიდეს ფეხბურთელებთან ერთად შოთა არველაძე ითამაშებს.

აღნიშნული საქველმოქმედო შეხვედრა დიეგო მარადონას ეძღვნება.

„ყოველთვის დიდებული გამოცდილებაა თამაში საქველმოქმედო შეხვედრებში. ბედნიერი ვარ, რომ ამ მატჩში ვითამაშებ, ამ შეხვედრას მოუთმენლად ველი“ - დაწერა შოთა არველაძემ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 26 მარტს შოთა არველაძემ „რეინჯერსის“ 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ასაკის მიუხედავად საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველადროის საუკეთესო გოლეადორმა თავური დარტყმით ბრწყინვალე გოლი გაიტანა. აღნიშნულ შეხვედრაში ერთმანეთს, „რეინჯერსის“ და მსოფლიოს ლეგენდები შეხვდნენ, ლეგენდები ლუიშ ფიგუმ შეარჩია. ასე რომ, შოთა არველაძეს ლეგენდებთან ერთად კიდევ ერთხელ რომში, „სტადიო ოლიმპიკოზე“ ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
7-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა - მიქაუტაძის ჰეთ-თრიკი ლიგა 2-ში
7-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა - მიქაუტაძის ჰეთ-თრიკი ლიგა 2-ში