მარიბორი, იოსიპ ილიჩიჩი
Aa
Aa

ფეხბურთს დაუბრუნდა - ილიჩიჩის ეფექტური თამაში და გოლი

საფეხბურთო სამყაროში საკმაოდ სასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა. იოზიპ ილიჩიჩმა კარიერა განაახლა და მისი დაბრუნება ეფექტური გამოდგა.

34 წლის შემტევმა კონტრაქტი საფეხბურთო კლუბ „მარიბორთან“ გააფორმა. სადებიუტო შეხვედრაში კი „მურას“ დაუპირისპირდა და გოლიც გაიტანა.

„ატალანტას“ ყოფილი ფეხბურთელი მინდორზე 77-ე წუთზე გამოჩნდა და დარჩენილ დროში შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. 89-ე წუთზე, ერთ-ერთი გარღვევის დროს ხოსიპმა პენალტი გამოიმუშავა, რომელიც თვითონვე შეასრულა ზუსტად. მატჩი კი „მარიბორის“ გამარჯვებით 5:1 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ილიჩიჩი დეპრესიას დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდა. სლოვენიელ ფეხბურთელს მეუღლემ უღალატა და ეს ყველაფერი მან საკუთარი თვალით იხილა.

ამის შემდეგ, ვეტერან შემტევს ღრმა დეპრესია დაეწყო, რის გამოც „ატალანტას“ ძირითადი შემადგენლობიდან ამოვარდა. რა თქმა უნდა, ბერგამოული კლუბი მას გვერდში ედგა, თუმცა ფეხბურთის თამაშის სურვილი იოზიპმა საბოლოოდ 20 მაისს დაკარგა და „ატალანტა“ დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კოუტინიოს გარეშე - ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა მუნდიალისთვის
კოუტინიოს გარეშე - ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა მუნდიალისთვის