ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ლივერპულის წითელმა ფერმა დაჩრდილა“ - Corrieredellosport-ი ხვიჩაზე

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2022-23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ხვიჩა კვარაცხელიამ „ენფილდზე“ ითამაშა. „ლივერპულმა“ 2:0 გაიმარჯვა. ანგარიში 89-ე წუთზე მოჰამედ სალაჰმა გახსნა, მე-8 დამატებულ წუთზე დარვინ ნუნიესმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ხვიჩა კვარაცხელიამ „ლივერპულის“ წინააღმდეგ სასტარტოში ითამაშა, 83-ე წუთზე შეცვალეს. იტალიურმა კლუბმა გოლები მისი მოედნიდან გასვლის შემდეგ გაუშვა.

Corrieredellosport-ი ხვიჩას თამაშს ასე აფასებს:

„კლოპი შემტევის სტილის მიმდევარია, თუმცა იდიოტი არაა: როგორც კი ხვიჩა ბურთს მიიღებდა, მის გასანეიტრალებლად ორი, სამი ან ოთხი ფეხბურთელი მოქმედებდა. „ნაპოლის“ ფეხბურთელები ყოველთვის მას ეძებენ, მათ მისი სიკაშკაშე სურთ, მაგრამ ის „ლივერპულის“ წითელმა ფერმა დაჩრდილა. ის ძლიერია და მისგან ყოველთვის საუკეთესოს ელიან, ყოველთვის საუკეთესოსთვის ემზადება, მაგრამ მისი მცდელობა ყოველთვის წარმატებული არაა“.

GOAL-ი ხვიჩას თამაშს ასე გამოეხმაურა: „ფლანგის მცველების ღამის კოშმარი“.

Sofascore-მა ხვიჩა კვარაცხელიას 6,9 დაუწერა. მისი საგოლე პასით ოსტიგორმა გოლი გაიტანა, თუმცა VAR-მა გააუქმა. ასევე აღსანიშნავია, რომ მის ფლანგზე მოთამაშე ტრენტ-ალექსანდერ არნოლდს არაერთხელ აჯობა.

A ჯგუფში „ნაპოლიმ“ და „ლივერპულიმ“ 15 ქულა დააგროვეს, ურთიერთშეხვედრებში გატანილი მეტი გოლის გამო პირველ ადგილზე „ნეაპოლური“ კლუბი გავიდა, რადგან „ნაპოლიმ“ „დიეგო მარადონაზე“ ინგლისური კლუბი 4:1 დაამარცხა.

„აიაქსმა“ 6 ქულა დააგროვა, მესამე პოზიცია დაიკავა, ევროსეზონს ევროპა ლიგაზე გააგრძელებს. „რეინჯერსი“ 0 ქულით ბოლო ადგილზე გავიდა, შოტლანდიურმა კლუბმა 2 გოლი გაიტანა და 22 გაუშვა. ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში გლაზგოური გუნდი შინ „აიაქსთან“ 1:3 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ისე თამაშობს, ოქროს ბურთს იმსახურებს“ - ვიდიგალი კვარაცხელიაზე
„ისე თამაშობს, ოქროს ბურთს იმსახურებს“ - ვიდიგალი კვარაცხელიაზე