ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ბევრმა ტოპ კლუბმა ხვიჩაზე უარი თქვა“ - კრისტიან ემილე კვარაცხელიაზე

„რუბინის“ მთავარი მწვრთნელის, ლეონიდ სლუცკის აგენტმა, კრისტიან ემილემ ფაბრიციო რომანოსთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ემილეს თქმით, ხვიჩას გადაბირება არაერთ ევროპულ კლუბს შესთავაზეს, თუმცა დადებითი პასუხი მხოლოდ „ნაპოლისგან“ მიიღეს.

„ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით რუსეთის ჩემპიონატში თამაში რთულია, თუმცა ხვიჩა სწრაფი და ძლიერია, ორივე ფეხით კარგად თამაშობს და ყველა აუცილებელი თვისება აქვს. ფიზიკური, ტაქტიკური და მენტალური განვითარების კუთხით ლეონიდ სლუცკი ძალიან დაეხმარა.

ევროპული კლუბები რუსეთის ჩემპიონატიდან ფეხბურთელის დამატებას იშვიათად განიხილავენ, რასაც კორონავირუსის პანდემია დაემატა და კლუბები ფულის დახარჯვისგან თავს იკავებდნენ. პლუს, ხვიჩა საქართველოდანაა, ამ ქვეყანასა და ამ ქვეყნის წარმომადგენლებს ევროპულ ფეხბურთში ასპარეზობის დიდი ტრადიცია არ აქვთ. მათ მხოლოდ რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი ჰყავდათ: კალაძე, არველაძე, ქეცბაია.

„ტოტენჰემი“ და „ლივერპული“ ხვიჩას დამატებით დაინტერესებულნი იყვნენ, თუმცა ამ კლუბებმა და კიდევ ბევრმა ევროპულმა კლუბმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონი ევროს გადახდა ვერ გარისკა. არაერთმა ევროპულმა კლუბმა ხვიჩას გადაბირების შანსი ხელიდან გაუშვა, მათ ხვიჩაზე უარი თქვეს, მას არ ენდნენ.

თუ ხვიჩა თამაშს ასე გააგრძელებს, მისი სატრანსფერო თანხა 100 მილიონი ევრო გახდება“.

მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგისა და სერია ა-ს ჩათვლით ხვიჩა კვარაცხელიამ 16 მატჩში ითამაშა. მის ანგარიშზე 8 გოლია (2 - ჩემპიონთა ლიგაზე, 6 - სერია ა-ში). გარდა ამისა, სერია ა-ში 5 საგოლე პასი შეასრულა, ჩემპიონთა ლიგაზე კი - 3.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ისე თამაშობს, ოქროს ბურთს იმსახურებს“ - ვიდიგალი კვარაცხელიაზე
„ისე თამაშობს, ოქროს ბურთს იმსახურებს“ - ვიდიგალი კვარაცხელიაზე