ხვიჩა კვარაცხელია, ფაბრიციო რომანო
Aa
Aa

„ნაპოლის გეგმებში მისი გაყიდვა არ შედის“ - ფაბრიციო რომანომ ხვიჩაზე ისაუბრა

ცნობილ სატრანსფერო ექსპერტს, ფაბრიციო რომანოს სპორტულ ვებგვერდ Caught Offside.com-ზე თავისი რუბრიკა აქვს, რომელშიც კლუბების სატრანსფერო გეგმებსა და ფეხბურთელების მომავალზე საუბრობს. რამდენიმე წუთის წინ, რომანოს რუბრიკის მორიგი ეპიზოდი გამოქვეყნდა, რომელშიც ფაბრიციომ „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ილაპარაკა.

„ნაპოლის გეგმებში მისი გაყიდვა არ შედის. ამ მომენტში, კლუბში ძალიან ბედნიერი არიან ბრწყინვალე სტარტის გამო, რომელიც ქართველ ფეხბურთელს აქვს. კვარაცხელიას ტოპ კლუბები ადევნებენ თვალს, მაგრამ მოლაპარაკებები ან დისკუსიები არ ყოფილა. ტოტენჰემს ხვიჩას გადაბირება 2020 წელს უნდოდა, მაგრამ უკრაინაში დაწყებულ ომამდე, მისი გამოსასყიდი 30 მილიონი ევრო იყო“, - აცხადებს რომანო.

„კვარაცხელიას შეძენა დღეს რომ მოისურვოთ, ორი აზრი არაა, რომ 30 მილიონზე ბევრად მეტის გადახდა მოგიწევთ. ასე რომ, ტოტენჰემი ალბათ, ნანობს, მისი ჩრდილოეთ ლონდონში გადაყვანის შანსი ხელიდან რომ გაუშვა. თუ მომდევნო სეზონების განმავლობაში შთამბეჭდავ ფორმას შეინარჩუნებს და ასე განაგრძობს, გასაკვირი არ იქნება, ევროპული ფეხბურთის გრანდებისგან კონკრეტული წინადადებები რომ წამოვიდეს“, - დასძენს სპორტული გამოცემა, Yardbarker-ი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, Goal-მა 2023 წლის ოქროს ბურთის მოგების კანდიდატები დაასახელა და 20 ფეხბურთელი გამოარჩია, რომელთა შორის „ნაპოლის“ ქართველ შემტევსაც ვხედავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Goal-ის რეიტინგში ხვიჩაც მოხვდა - 2023 წლის ოქროს ბურთის მოგების მთავარი კანდიდატები
Goal-ის რეიტინგში ხვიჩაც მოხვდა - 2023 წლის ოქროს ბურთის მოგების მთავარი კანდიდატები