გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„მამარდაშვილმა სანჩეს პისხუანი დაადუმა“ - ესპანური პრესა გიორგის თამაშს გამოეხმაურა

ლა ლიგის მე-10 ტურში, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ სტუმრად „სევილიას“ დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა და ქართველმა მეკარემ შესანიშნავად ითამაშა, რაც ესპანურ პრესას უყურადღებოდ არ დაუტოვებია. „მამარდაზე“ Marca-მ და Plazadeportiva-მ დაწერეს და მისი ასპარეზობა შეაფასეს.

Marca: „მამარდაშვილთან მიმართებით ჯენარო გატუზოს მეთოდმა გაამართლა. არ გააკრიტიკო, ნდობა გამოუცხადე! იტალიელმა სპეციალისტმა სევილიასთან მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გიორგის ელჩესთან დაშვებული შეცდომების გამო, ბოდიში არ ჰქონდა მოსახდელი, რასაც ქართველმა ფეხბურთელმა ორი სეივით უპასუხა, რომლებმაც პისხუანი დაადუმეს. არადა, მასპინძელთა ქომაგები უკვე გოლს აღნიშნავდნენ. მე-17 წუთზე, მამარდაშვილმა რაფა მირის შორეული დარტყმა შესანიშნავ სტილში მოიგერია და კუთხური დაინიშნა. კუთხურის შემდეგ, მირმა თავით დაარტყა, მაგრამ მამარდამ არც ამჯერად გაატანინა. ამ ორმა ბრწყინვალე სეივმა მამარდაშვილს გასულ სეზონში, ამავე სტადიონზე დაშვებული შეცდომების გამოსყიდვის საშუალება მისცა.

Plazadeportiva: „ქართველმა მეკარემ მაქსიმალურად კარგად ითამაშა და ელჩესთან დაშვებული შეცდომა გამოისყიდა. მან სამი სეივი განახორციელა და ეს მთავარი განმაპირობებელი მიზეზი იყო, რის გამოც, ვალენსიამ სევილია შეაჩერა“. სხვათა შორის, Plazadeportiva-მ „ღამურების“ მოთამაშეთა შეფასებებიც შემოგვთავაზა და „მამარდას“ 9 ქულა დაუწერა, რაც „ჩეს“ რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

10 ტურის შემდეგ, „ვალენსიას“ 15 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-8 ადგილს იკავებს. „ღამურები“ მომდევნო შეხვედრა 22 ოქტომბერს გამართავენ და „მესტალიაზე“ „მალიორკას“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეფექტურად ითამაშა“ - გატუზომ მამარდაშვილზე ისაუბრა
„ეფექტურად ითამაშა“ - გატუზომ მამარდაშვილზე ისაუბრა