21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი 2023, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები
Aa
Aa

ევრო 2023-ის წილისყრა: საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში 21-წლამდე ფეხბურთელთა შორის ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. აღნიშნულ ტურნირს რუმინეთი და საქართველო უმასპინძლებენ. რამაზ სვანაძის გუნდის მეტოქეები ბელგია, ნიდერლანდები და პორტუგალია იქნებიან.

A ჯგუფი: საქართველო, ბელგია, ნიდერლანდები, პორტუგალია

B ჯგუფი: რუმინეთი, ესპანეთი, უკრაინა, ხორვატია, 

C ჯგუფი: ჩეხეთი, ისრაელი, ინგლისი, გერმანია

D ჯგუფი: ნორვეგია, შვეიცარია, იტალია, საფრანგეთი

წილისყრის დაწყებამდე სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა აუდიტორიის წინაშე ისაუბრა:

„ჩვენი ახალგაზრდა მოთამაშეები სხვადასხვა ჩემპიონატებში წარმატებით თამაშობენ. ამ მასშტაბის ტურნირის ჩატარება მასობრიობის გაზრდას ხელს უწყობს. ასევე, ვითარდება ინფრასტრუქტურა“.

სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ალექსანდრე იაშვილის კომენტარი: „ჩვენს ქვეყანაში დიდი მოლოდინია, გულშემატკივრები ევროპის ახალ ვარსკვლავებს ელოდებიან. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ტურნირზე გამოსვლა ქართველ ახალგაზრდებს ძალიან დაეხმარება“.

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებს 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოს სამ და რუმინეთს ორ ქალაქში გაიმართება. ჯგუფების გამარჯვებულები და მეორე ადგილზე გასული გუნდები ასპარეზობას პლეი-ოფში გააგრძელებენ. საქართველოში A და C ჯგუფის მატჩებთან ერთად, ორი მეოთხედფინალური შეხვედრა, ნახევარფინალი და ფინალი გაიმართება.

ბათუმი, ბათუმი არენა: C ჯგუფის სამი მატჩი, ნახევარფინალი, ფინალი

ქუთაისი, შენგელიას სახელობის სტადიონი: C ჯგუფის სამი მატჩი, მეოთხედფინალი თბილისი, მესხის სახელობის სტადიონი: A ჯგუფის სამი მატჩი, მეოთხედფინალი

თბილისი, პაიჭაძის სახელობის სტადიონი: A ჯგუფის სამი მატჩი საქართველოს ნაკრების მონაწილეობით

ბუქარესტი, გიულეშტი: B ჯგუფის სამი მატჩი, მეოთხედფინალი

ბუქარესტი, სტიაუას სტადიონი: B ჯგუფის სამი მატჩი რუმინეთის ნაკრების მონაწილეობით, ნახევარფინალი

კლუჟ-ნაპოკა, კლუჟის სტადიონი: D ჯგუფის სამი მატჩი

კლუჟ-ნაპოკა, კლუჟ არენა: D ჯგუფის სამი მატჩი, მეოთხედფინალი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მაცოლას არ ჰგავს, განსხვავებული სტილი აქვს“ - მორატი კვარაცხელიაზე
„მაცოლას არ ჰგავს, განსხვავებული სტილი აქვს“ - მორატი კვარაცხელიაზე