გიორგი ჩიტაური, საქართველოს 16-წლამდე ნაკრები
Aa
Aa

მჟავანაძის გამარჯვების გოლი - 16-წლამდე ნაკრებმა მონტენეგრო დაამარცხა

საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში მონტენეგრო 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი გიორგი მჟავანაძის ანგარიშზეა, საგოლე პასი ანდრია ხოროიშვილმა შეასრულა.

გიორგი ჩიტაურმა ბალკანური ნაკრების წინააღმდეგ შემდეგი ფეხბურთელები ათამაშა:

საბა ასანიძე, საბა ხარებაშვილი, გიგი გლუნჩაძე (მათე-გიორგი ტატიშვილი 72), ანდრია ხოროიშვილი, ნიკოლოზ ჩიქოვანი (დავით ნახუცრიშვილი 61), ნიკოლოზ ელისაშვილი (ლუკა კვაშილავა 79), ლუკა წულაია, ალექსანდრე ქუთათელაძე (რევაზ დანელია 61), ლუკა ლაშხია, თორნიკე გულიაშვილი, გიორგი მჟავანაძე.

საინტერესოა, რომ აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს 16-წლამდე ნაკრებში რამდენიმე ლეგიონერმა ითამაშა. კერძოდ, ამპლუით მცველი მათე-გიორგი ტატიშვილი გერმანული „დოიც 05“-ის ღირსებას იცავს, ნახევარმცველი ალექსანდრე ქუთათელაძე „მონაკოს“ საფეხბურთო აკადემიაში ირიცხება.

საქართველოსა და მონტენეგროს 16-წლამდე გუნდები კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას 20 ოქტომბერს თბილისის ზღვის ზესტაფონის ბაზაზე გამართავენ.

რაც შეეხება გიორგი ჩიტაურის რჩეულთა სრულ სიას, საქართველოს 16-წლამდე ნაკრების შემადგენლობა მიმდინარე შეკრებაზე ასეთია:

მეკარეები: დავით გოგებაშვილი (სფფ-ის ლაგოდეხის აკადემია), ოთარ დოღაძე (სფფ-ის ზუგდიდის აკადემია), საბა ასანიძე (სულაქველიძის აკადემია).

მცველები: საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი), მათე-გიორგი ტატიშვილი (დოიც 05, გერმანია), გიგი გლუნჩაძე (დინამო თბილისი), დავით ნიკაჭაძე (გეპ აკადემია, ინგლისი), ნიკოლოზ გვაზავა (დინამო თბილისი), ანდრია ხოროიშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ბედიანაშვილი (ტიროლის აკადემია, ავსტრია), ლაშა ხუციშვილი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ჩიქოვანი (დინამო თბილისი), ნიკა შათირიშვილი (კიოლნი, გერმანია).

ნახევარმცველები: ნიკოლოზ ელისაშვილი (დინამო თბილისი), ლუკა ლაშხია (სფფ-ის ზუგდიდის აკადემია), ლუკა წულაია (დინამო თბილისი), დავით ნახუცრიშვილი (სფფ-ის ლაგოდეხის აკადემია), ალექსანდრე ქუთათელაძე (მონაკო, საფრანგეთი), ნინო გოცირიძე (ბურგ-ან-ბრეს პერონას, საფრანგეთი), ლუკა კვაშილავა (სფფ-ის ზუგდიდის აკადემია), რევაზ დანელია (დინამო თბილისი).

თავდამსხმელები: თორნიკე გულიაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი მჟავანაძე (საბურთალო), გიორგი მანუელ გონსალვეს ჩუბინიძე (ბორნმუთი, ინგლისი), ცოტნე ხორნაული (ლიერსი, ბელგია).

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს 16 და 18 წლამდე ნაკრებების შემადგენლობები ცნობილია
საქართველოს 16 და 18 წლამდე ნაკრებების შემადგენლობები ცნობილია