Aa
Aa

ნეიმარის მამა პარიზში ჩავიდა

ნეიმარის გარშემო საუბარი არ წყდება. Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელი მამა, რომელიც ამავდროულად მისი აგენტია, პარიზში ჩავიდა და „პსჟ“-ს პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფისთან შესახვედრად ემზადება.

მხარეებმა ნეიმარის სატრანსფერო გეგმა და „ბარსელონადან“ მისი წასვლის შესაძლო გზები უნდა განიხილონ.

მთავარი თემა კი, რა თქმა უნდა, ფინანსურ დეტალებს შეეხება და ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის აგენტი შესაძლო გარიგების კომერციულ მხარეზე მეტ ინფორმაციას პირადად პრეზიდენტ ალ-ხელაიფისგან მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ნეიმარმა კომენტარი გააკეთა და „ბარსადან“ წასვლა გამორიცხა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები