ხვიჩა კვარაცხელია, მამუკა ჯუღელი
Aa
Aa

მამუკა ჯუღელი: „ხვიჩას ბევრი ტოპ კლუბი აკვირდებოდა, ნაპოლი მისთვის იდეალური ადგილია“

„ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი, მამუკა ჯუღელი Calciomercato-ს ესაუბრა და იტალიელი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

სად მალავდა ხვიჩას ამ დროის განმავლობაში

„ბოლო 6 წლის განმავლობაში, მას ბევრი ტოპ კლუბი აკვირდებოდა და საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით გატანილი გოლის შემდეგ, რამდენიმე შანსი მივიღე, რათა სერიოზულ გუნდებში გადამეყვანა. ამ ეტაპზე, ნაპოლი მისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რათა მომატება განაგრძოს. ნეაპოლი ხვიჩასთვის იდეალური ადგილია, რომ ევროპულ ფეხბურთთან პირველი შეხება ჰქონოდა“.

როგორ ავიდა ხვიჩა ამ დონემდე

„რუბინში ყოფნისას, იყო მომენტები, როცა საწვრთნელი ბაზის დაცვის სამსახურის წარმომადგენლებს უწევდათ, კლუბის პრეზიდენტისთვის და მთავარი მწვრთნელისთვის დაერეკათ, რადგან ყველა წასული იყო, ხვიჩა კი მოედანზე გახლდათ და ვარჯიშობდა. ის სიმაღლე, რომელზეც იმყოფება, არა მხოლოდ ტალანტის, არამედ მის მიერ გაწეული სამუშაოს დამსახურებაა“.

ნეაპოლური ცხოვრება

„ნეაპოლში 4 დღე გავატარე და მივხვდი, რომ ეს ქალაქი ფეხბურთით ცოცხლობს. იქ ყოფნისას, ორი მაისური ვნახე: მარადონასი და კვარაცხელიასი. მარადონამ ნაპოლის რიგებში ტიტულები მოიგო და იგივე ხვიჩასაც შეუძლია. ნეაპოლს კვარა უყვარს, კვარას კი ნეაპოლიტანელები და ნაპოლი უყვარს“.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მატჩში, „ბოლონიასთან“ დაპირისპირებაში, ხვიჩამ შეუცვლელად ითამაშა და 69-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, ვიქტორ ოსიმენს საგოლე პასი გაუკეთა. მისი გუნდის მომდევნო გაჩერება იტალიის დედაქალაქია, სადაც „პარტენოპეი“ „რომას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მსოფლიო ფეხბურთის აღმოჩენაა“ - ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი კვარაზე
„მსოფლიო ფეხბურთის აღმოჩენაა“ - ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი კვარაზე