ატლეტიკო, ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, დიეგო სიმეონე
Aa
Aa

OneFootball: კვარაცხელიათი მადრიდის ატლეტიკო ინტერესდება

ხვიჩა კვარაცხელია თავისი ბრწყინვალე თამაშის წყალობით ევროპული გრანდების ინტერესში მოექცა. ავტორიტეტული გამოცემა OneFootball საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

ვიგებთ, რომ „კვარას“ შეძენით ისეთი გუნდი ინტერესდება, როგორიც მადრიდის „ატლეტიკოა“. წყაროს ცნობით, დიეგო სიმეონეს ჟოაუ ფელიქსის გუნდიდან გაშვება სურს, რადგან პორტუგალიელმა შემტევმა გაცემული ავანსები ვერ გაამართლა. მის შემცვლელად კი „ჩოლო“ სწორედ ხვიჩა კვარაცხელიას მოიაზრებს.

OneFootball აღნიშნავს, რომ ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ის მიხედვით, 35 მილიონი ევროა, ხოლო ეს თანხა „როხიბლანკოსთვის“ პრობლემას არ წარმოადგენს.

ხვიჩა „ნაპოლიში“

21 წლის ქართველი „პარტენოეპის“ მიმდინარე წლის ზაფხულში შეუერთდა. დღემდე, კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 14-ჯერ მოირგო, 7 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უცნაური და იშვიათი შემთხვევა - ჰალ სიტის კარი 5 სანტიმეტრით დაამოკლეს
უცნაური და იშვიათი შემთხვევა - ჰალ სიტის კარი 5 სანტიმეტრით დაამოკლეს