ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ნაპოლისთვის ლობოტკა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კვარაცხელია“

ლეგენდარული დიეგო მარადონას შვილმა, უმცროსმა დიეგომ იტალიურ მედიასთან, კერძოდ calcioomercato-სთან „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა. 

კითხვაზე თუ ვინ არის „ნაპოლის“ ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე, დიეგო ლობოტკას ასახელებს: „მე ლობოტკას ავირჩევდი.ნორმალურია იმის თქმა, რომ კვარაცხელია ძალიან ძლიერია, რასპადორი და სიმეონე საქმეს კარგად აკეთებენ, მაგრამ ლობოტკა ის ფეხბურთელია, რომელიც თამაშში ყველაზე მეტად ქმნის განსხვავებას“.

კვარაცხელია რამდენიმე თვეში კვარადონა გახდა? ის ძალიან ძლიერია, მას აქვს დონე, პიროვნული თვისებები და სივრცე განვითარებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ უფრო ძლიერი გახდება, მაგრამ ჩემთვის დიეგოს ვერავინ შეედრება, ის იყო, არის და იქნება პლანეტის უძლიერესი ფეხბურთელი.

მამა ამ გუნდით იამაყებდა. კლუბი ისტორიას წერს, სერია ა-სა თუ ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავად თამაშობს“.

შეგახსენებთ, 21 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 9 თამაშში 5 გოლი შეაგდო, 2 საგოლე პასი შეასრულა და 2 პენალტი გამოიმუშავა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 4 მატჩში 2 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი. გარდა ამისა, „რეინჯერსთან“ პენალტი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“იმედი მაქვს ძირითადში ვიქნები“ - დე იონგი ელ კლასიკოს წინ
“იმედი მაქვს ძირითადში ვიქნები“ - დე იონგი ელ კლასიკოს წინ