ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ნაპოლის ძალიან გაუმართლა, ეს ტრანსფერი ხელოვნების ნიმუშია“ - დოსენა ხვიჩაზე

იტალიელმა ფეხბურთელმა, ჯუზეპე დოსენამ, რომელიც 1982 წელს, მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. დოსენას თქმით, „ნაპოლის“ ძალიან გაუმართლა, მისნაირი მოთამაშე რომ დაიმატა და კრისტიანო ჯუნტოლიმ შესანიშნავი სამუშაო გასწია.

„კვარაცხელიას შესახებ ინფორმაცია ყველას ჰქონდა და მას ბევრი უმიზნებდა, თუმცა კლუბის მენეჯმენტისა და აგენტების ურთიერთობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა. ნაპოლიმ ხელოვნების ნიმუში შექმნა. ურთულესია, ასეთი ტექნიკური მახასიათებლების მქონე ფეხბურთელი სატრანსფერო ბაზარზე კონკურენტებს დაუმალო და აძურის მენეჯერებს ამ შენაძენს ვულოცავ.

ნაპოლიმ Super Enalotto-ში (ლატარია იტალიაში, რომელიც 1997 წლის შემდეგ ტარდება) მოიგო და ექსტრაორდინალურ ფეხბურთელზე ვსაუბრობთ. ვიმეორებ, ამ ბიჭზე ინფორმაცია ყველას ჰქონდა, მაგრამ ნაპოლიმ კარგად იმოქმედა, მისი დაჭერა შეძლო და კონკურენტებს ააცალა. ხვიჩას უნიკალური ტექნიკური მახასიათებლები აქვს და პარტენოპეის სკაუტებს ამ წარმატებას ვულოცავ“.

21 წლის კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში, 9 თამაშში 5 გოლი შეაგდო, 2 საგოლე პასი შეასრულა და 2 პენალტი გამოიმუშავა. მისი გუნდი მომდევნო შეხვედრას საკუთარ კედლებში, „ბოლონიას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მას აქვს სივრცე განვითარებისთვის“ - ამბროზინი ხვიჩასა და ნაპოლიზე
„მას აქვს სივრცე განვითარებისთვის“ - ამბროზინი ხვიჩასა და ნაპოლიზე