ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ტიაგო მოტა
Aa
Aa

ტიაგო მოტა: „ნაპოლის მხოლოდ კვარაცხელია არ ჰყავს“

სერია ა-ს მე-10 ტურში ჩემპიონატის ლიდერი „ნაპოლი“ ტიაგო მოტას გაწვრთნილ „ბოლონიას“ უმასპინძლებს. მატჩამდე ტიაგო მოტამ პრესკონფერენცია გამართა და ლუჩიანო სპალეტის გუნდის შესახებ ისაუბრა:

„ნაპოლის“ არ გავუკვირვებივარ, დიდებული გუნდია ბრწყინვალე მწვრთნელით. როგორ შევაჩეროთ კვარაცხელია? ნეაპოლურ კლუბს მხოლოდ კვარაცხელია არ ჰყავს, იქ კიდევ ბევრი ძლიერი ფეხბურთელია. ჩვენი სტრატეგიით უნდა ვითამაშოთ, როგორც გასულ შეხვედრებში.

მიმდინარე კვირაში „ნაპოლისთან“ მატჩისთვის ვემზადებოდით. ფოკუსირებულნი უნდა ვიყოთ, რომ ამ შეხვედრაში ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენოთ. 

რაც შეეხება არნაუტოვიჩს, მას დღეს არ უვარჯიშია, თუმცა ხვალ მის მდგომარეობას შევაფასებთ, მაგრამ მას ზურგი კვლავ აწუხებს, ტკივილს გრძნობს“.

„ნაპოლი“ - „ბოლონიას“ მატჩი 16 ოქტომბერს გაიმართება, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, 21 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 9 თამაშში 5 გოლი შეაგდო, 2 საგოლე პასი შეასრულა და 2 პენალტი გამოიმუშავა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 4 მატჩში 2 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი. გარდა ამისა, „რეინჯერსთან“ პენალტი მოიპოვა.

„ნაპოლი“ 23 ქულით სერია ა-ს სატურნირო ცხრილს ლიდერობს, მეორეადგილოსან „ატალანტას“ 2 ქულით უსწრებს. რაც შეეხება „ბოლონია“, ტიაგო მოტას გუნდი 7 ქულით მე-17 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 2 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უცნობი ამბავი: „მაურიციო სარის ხვიჩას დამატება რუსთავიდან სურდა“
უცნობი ამბავი: „მაურიციო სარის ხვიჩას დამატება რუსთავიდან სურდა“